სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა სახალხო დღესასწაულს გრანდიოზულად შეუერთდა
02-10-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა სახალხო ღონისძიებაში -  „შემოდგომის წყალტუბო-წყალტუბოობა“, ტრადიციულად, ჩვეული ენთუზიაზმით, აქტიურობითა და მონდომებით ჩაერთო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სახალხო დღესასწაული ყოველ წელს გრანდიოზულად აღინიშნება და მასში მოზარდი თაობა და სკოლებია ჩართული. გამონაკლისს არც წლევანდელი დღესასწაული წარმოადგენდა,  წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაც შთამბეჭდავად წარუდგა მოქალაქეებს. 

დიდი შემართებით მიიწევდნენ მოსწავლეები და პედაგოგები, მათ კი წინ თეთრ ცხენზე შებმული ეტლით, სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე მიუძღოდა. 

„ზეიმობდა პირველი სკოლა და ყოველ ნაბიჯზე ტოვებდა მის სახელსა და ხელწერას.

შთამბეჭდავი იყო კულმინაციაც: პირველი სკოლის მოსწავლეების მიერ ორი ცოცხლად შესრულებული მუსიკალური და ორი ცეკვის ნომერი, რომელმაც განაცვიფრა და აღაფრთოვანა დამსწრე საზოგადოება.

შემოდგომის პირველი თვის ბოლო დღეს, როცა ყველაფერი ფერადი და ნაირფერია, როცა ხეზე თავს ვერ იჭერს ხმელი ფოთოლი, ჩვენი კოპწია ქალაქი დღესასწაულს „შემოდგომის წყალტუბო-წყალტუბოობა“, აღნიშნავს.

მოდიოდა პირველი სკოლა „არვის მსგავსი და არვის სადარი“, განსხვავებული და გამორჩეული - ჩაცმულობის სტილითა და ფერთა გამით, ჩვეული აკადემიურობითა და მოწესრიგებულობით. წინ კი მიუძღოდა თეთრ ცხენზე შებმული ეტლით ჩვენი სკოლის დაუღალავი დირექტორი, ფაქიზო ფანჩულიძე, როგორც „ამაყი ბრძენი“. 

წარმატებები არდაგვლეოდეს! მრავალ წყალტუბოობას დაგვასწროს ზეციერმა აწ და მარადის!“, - გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება