| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში დაიწყო ევროპის სპორტის კვირეული დევიზით - „ვისწავლოთ გამარჯვება“.
სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, შესაბამისად მოსწავლეები, სპორტის მასწავლებლის - ზვიადი კეკელიძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობენ. ამჯერადაც, მოზარდები პედაგოგის თაოსნობით მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას შეუერთდნენ. სკოლაში არაერთი სპორტული აქტივობა გაიმართა.
ევროპის სპორტის კვირეული არის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროსაბჭოს ოთხი ქვეყნის ჩართულობით ორგანიზებული, მასობრივი სპორტული ღონისძიებების კვირეული.
ევროპის სპორტის კვირეულის მონაწილეთა 90%, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე საქართველოში არიან სკოლები, მოსწავლეები და პედაგოგები.სასკოლო სპორტის კვირეული 25 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
„სასკოლო სპორტის კვირეულში უნდა ჩავერთოთ ყველა, რადგან ეს მარტივი, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას