სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სადმელის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი მოსწავლეთა დაჯილდოებით დაიწყო
19-09-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელს ამაღლებული განწყობითა და ხალისით შეეგებნენ.

სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ხალისიანი და თბილი გარემო დახვდათ, რაშიც დიდი წვლილი  სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს და ტექნიკურ პერსონალს მიუძღვით. 

პირველკლასელებს და დამსწრე საზოგადოებას: მოსწავლეებს, მშობლებს, სკოლის პერსონალსა და სტუმრებს, სწავლის დაწყება მიულოცა და კეთილი სურვილები უსურვა სკოლის დირექტორმა - მედეა რატიანმა.

ღონისძიების დასასრულს კი, დირექტორმა, წარჩინებული სწავლისთვის სიგელები გადასცა XII- კლასის მოსწავლეებს: თამარ სურგულაძეს, თამარ პაპუაშვილს და ნინო სულაძეს, XI კლასის მოსწავლეს - ნანა კევლიშვილს, X კლასის მოსწავლეებს: ბარბარე ჯოხაძეს, ბარბარე კერესელიძეს და ანი რატიანს, და VI კლასის მოსწავლეს - თეკლა ჩიტალაძეს.

ასევე სწავლის დაწყება მიულოცა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს სოფლის გამგებელმა მამუკა კერესელიძემ, მან 5 პირველკლასელს კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადასცა.

„სკოლის სახელით სრულიად საქართველოს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება