| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი ზარ-ზეიმით დაიწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, 15 სექტემბერს სკოლის შენობა ბავშვების ჟრიამულით აივსო. ბავშვებს დირექცია და პედაგოგები დიდი სიყვარულით შეხვდნენ, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
„სკოლის შენობა პატარაა. არც სააქტო დარბაზი გვაქვს და არც დიდი ეზო, მაგრამ მაინც ვცდილობთ, მოსწავლეებს საზეიმო დღეები გავულამაზოთ. ამინდმა ხელი შეგვიწყო და მოსწავლეებთან საზეიმო შეხვედრა სკოლის პატარა ეზოში მოეწყო. მონატრებული მეგობრები ერთმანეთს მხიარულად შეხვდნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე ემოციური იყო თითოეული მოსწავლისთვის, მაგრამ როგორ სკოლაში გვეუბნებიან, განსაკუთრებულად ემოციებს ვერ მალავდნენ პატარები. აღსანიშნავია, რომ წელს სკოლამ 5 პირველკლასელი მიიღო.
ღონისძიებაზე მასწავლებლებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და მათ წარმატებები უსურვეს. ბავშვებმა კი ლექსებით მიულოცეს ერთმანეთს ეს დღე.
„მოსწავლეებმა ღონისძიებაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს მოსუმინეს და შემდგომ დიდი სიხარულით მიაშურეს საკლასო ოთახებისკენ“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ვის დაევალა ბაღების მონიტორინგი - დადგენილება
სკოლის ეზო ბავშვების ჟრიამულით აივსო
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ