სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სადმელის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოებით დაიწყო
18-09-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სასკოლო საზოგადოებას - მოსწავლეებს, მშობლებს, სკოლის პერსონალსა და სტუმრებს ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლის დირექტორმა მედეა რატიანმა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მანვე, წარჩინებით სწავლისთვის, სიგელები XII კლასის მოსწავლეებს - თამარ სურგულაძეს, თამარ პაპუაშვილს და ნინო სულაძეს, XI კლასის მოსწავლეს - ნანა კევლიშვილს, X კლასის მოსწავლეებს - ბარბარე ჯოხაძეს, ბარბარე კერესელიძეს და ანი რატიანს და VI კლასის მოსწავლე თეკლა ჩიტალაძეს გადასცა. 

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება სოფლის გამგებელმა, მამუკა კერესელიძემ მიულოცა და 5 პირველკლასელს კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადასცა. 

სკოლაში აღიმართა საქართველოს დროშა და ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა. 

„სკოლის სახელით, სრულიად საქართველოს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ხალისიანი და თბილი გარემო დახვდათ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, რაშიც დიდი  წვლილი მიუძღვით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს და ტექნიკურ პერსონალს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლეებმა დაამზადეს ბროშურა, სადაც ქართველ სახელოვან მწერალთა შესახებ ცნობები დაიტანეს

დირექციამ და პედაგოგებმა გამორჩეულად იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციაზე

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება