სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წერეთელის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის პირველი დღე დაუვიწყარ მოგონებად უქციეს
18-09-2023
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.

პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. როგორც სკოლაში ამბობენ, მასწავლებლები - ეთო კაპანაძე, ქეთი ცარციძე, ლელა მუმლაძე და ეთერ ტაბატაძე პირველკლასელთა საკლასო ოთახებს ღამის პირველ საათამდე რთავდნენ და ალამაზებდნენ. 

თავის მხრივ, სკოლის კარი მოსწავლეებმაც დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. გაიმართა ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა მონდომებით ჩაერთო, მოსწავლეებმა იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც. სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

„ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი“,- სკოლაში ილია ჭავჭავაძის სიტყვებიც გაიხსენეს და სასწავლო წლის დაწყება ყველას მიულოცეს.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მადლობა ჩვენს სტუმრებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:











კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ვის დაევალა ბაღების მონიტორინგი - დადგენილება

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
ამ ეტაპზე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
 

სკოლაში სპორტისა და ჯასნაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება