სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აქტიური გარემოსდამცველები ჩხორიის საჯარო სკოლიდან
18-09-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის გარემოსდამცველმა მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი ბუნებაზე ზრუნვით დაიწყეს. სკოლა 2023 წლის დასუფთავების აქციას შეუერთდა. 

სასკოლო საზოგადოება აქციაში, 16 სექტემბერს ჩაერთო, აღსანიშნავია, რომ აქცია მიზნად ისახავდა მსოფლიოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების სისტემის გაუმჯობესებასა და მისი კლიმატის ცვლილებების პროცესზე ზეგავლენის მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებმა გაიაზრეს ამ დღის მნიშვნელობა და აღნიშნეს, რომ მსოფლიო დასუფთავების დღე მასშტაბური დასუფთავების აქციაა, რომელიც ყოველ წელს ტარდება 191 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჩამოყალიბდა მოხალისეთა გუნდი შემდეგი შემადგენლობით: სკოლის დირექტორი, სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ხელმძღვანელი, ეკოკლუბ „ფესვების“ ლიდერი მასწავლებელი, სკოლის ბიბლიოთეკარი და საქმის მწარმოებელი, სოფლის გამგებელი და გამგებლის მოადგილე და მოსწავლეები.

აღსანიშნავია, რომ აქციაში სულ ჩართული იყო 16 მოხალისე. დასუფთავდა სკოლის ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორია, ასევე, შეგროვდა დაახლოებით 50-60 კგ ნაგავი. 

სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწვლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ვის დაევალა ბაღების მონიტორინგი - დადგენილება

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

სკოლაში სპორტისა და ჯასნაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება