სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვილამაზებს გარემოს, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდს ვატარებთ “-მუხრანის N3 სკოლის მეცხრეკლასელის მისალოცი წერილი და გულწრფელი მადლობა დირექტორს
18-09-2023
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.

მოსწავლეები სიხარულითა და დიდი ენთუზიაზმით დაუბრუნდნენ სასკოლო ცხოვრებას, განსაკუთრებით ემოციური გახლდათ, მე-9 კლასის მოსწავლის - ნინო გერაძის მისალოცი წერილი და პოსტერი. 

ნინო თავის წერილში, ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს თანატოლებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და განსაკუთრებით პირველკლასელებს, უსურვებს მათ საერთო საქმეში წარმატებასა და წინსვლას. 

მოსწავლემ, სკოლის მიღწევებზეც ისაუბრა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორს მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის. სკოლა მოხარულია გაგვიზიაროს ნინოს წერილი: 

„მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს.

გასული სასწავლო წელი ჩვენი სკოლისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, სკოლამ თავისი ისტორიის ასწლეულებში შეაბიჯა. წინა სასწავლო წელი თვალსაჩინო წარმატებებით, ბევრი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებით გავიარეთ. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიეს წინა წლის მასალა და დიდი მონდომებით ელოდებიან ახალი ემოციების და განცდების დაუფლებას, რომელიც ამ წელს მოგველის. ყოველ სასწავლო წელს მოსწავლეთა უმეტესობა მაღალი აკადემიური შედეგებით ამთავრებს. თითოეული მათგანის წარმატება სკოლის წარმატებაა. ჩვენ სიამაყით ვაჯილდოვებთ ჩვენს ფრიადოსნებს.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი სკოლის დირექტორს - ლიანა დოლიშვილს, რომელიც არაერთი წელია, ბევრი წინაღობის და პრობლემის მიუხედავად გვილამაზებს იმ გარემოს სადაც ვატარებთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს, არის ერთგული და გამგე თითოეული თავისი მოსწავლისთვის, ცდილობს და ახერხებს მიაწოდოს თავის მოსწავლეებს ცოდნა, სწავლის ხალისი და საჭირო თვისებები. თითოეული მოსწავლე საკუთარი შვილივით უყვარს, მათი წარმატება მისი წარმატებაცაა, მათი პრობლემა კი მისი პრობლემაც. მინდა ამ ყველა სკოლისთვის თავდადებული თვისებისთვის და ამაგისთვის, რომელსაც ის დებს დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მიყვარხართ და მიხარიხართ, დიახ! თქვენ ჩემი საყვარელი დირექტორი ხართ!

სკოლა ზეიმობდა ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ზეიმის დროს კი შემოდგომის ფერებივით ერთმანეთში გადადიოდა: სიყვარული, სიხარული და ერთგულება!“,- წერს მოსწავლე. 

იხილეთ ფოტო: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისს იწყება - ეტაპები და სხვა დეტალები ცნობილია

პრემიერის განმარტება ჩინეთში შეკერილ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - „ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი“... 

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის დამრიგებელმა - მარლენა პეტროსიანმა

„ჩემი ოქროს გოგოა მარიამი, ჭკვიანი და ნიჭიერი. ზუსტად ვიცი, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს გამარჯვებებით“

პროექტი მოიცავდა არაერთ საინტერესო, სახალისო  და შემოქმედებით აქტივობას

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და ნათელი და ბედნიერი მომავალი უსურვეს

დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს გზა დაულოცეს და ნათელი მომავალი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება