| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო.
თავდაპირველად, სკოლის დირექტორმა გელა ეზიეშვილმა მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა, შემდეგ კი, პირველკლასელებს კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა.
როგორც სკოლაში ამბობენ, მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები ფერადი ბუშტებითა და ხელნაკეთი აქსესუარები მორთეს, რითაც პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
თავის მხრივ, მოსწავლეებმაც სკოლის კარი დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს, მათ სხვადასხვა აქტივობა შეასრულეს და სწავლა მონდომებით დაიწყეს.
„დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და დამსწრე საზოგადოებას დიდი სიამოვნება მიანიჭეს“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ვის დაევალა ბაღების მონიტორინგი - დადგენილება
სკოლის ეზო ბავშვების ჟრიამულით აივსო
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ