სიახლეები
სიახლეები

„ხატაეთის დაპყრობას ოკუპაციად მიიჩნევენ, არ მოსწონთ თინათინის საქციელიც...“ - მოსწავლეები ქართული ლიტერატურის სტერეოტიპებს ანგრევენ
18-09-2023
-
+


არიან თუ არა ქართული ლიტერატურული პერსონაჟები ხელშეუხებლები და რა ხდება, როდესაც მოსწავლე არასტანდარტულად აზროვნებს? - ეს ფაქიზი თემაა როგორც საზოგადოების, ისე მასწავლებლებისთვის, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე მოსწავლეები ანგრევენ აქამდე დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, მათთვის მიუღებელია ლიტერატურაში არსებული დოგმები და სხვათა შორის, იმასაც აღნიშნავენ, რომ საქვეყნოდ აღიარებული დადებითი პერსონაჟები, არც ისეთი „კარგი ტიპები“ არიან, როგორც აქამდე ყველას ეგონა.

სწორედ ლიტერატურულ დოგმებსა და მოსწავლეთა არასტანდარტულ აზროვნებაზე ესაუბრება etaloni.ge-ს, მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ხუხუა, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, აბოს ცხოვრების შესახებ უყვება მუსლიმ მოსწავლეებს და არასტანდარტული აზროვნების ხელშესაწყობად, იმიტირებულ სასამართლოებსაც აწყობს, სადაც თავად ვარსქენის ადვოკატად გამოდის…

...სხვათა შორის, ამავე სკოლაში მოსწავლეები შუშანიკის შვილების როლში გამოდიან და დედას უხსნიან, რატომ არ შეიცვალეს სარწმუნოება; სწორედ ქალბატონი შორენას მოსწავლეები ამბობენ, რომ ტარიელს ხატაეთი არ უნდა დაეპყრო, რადგან ეს ოკუპაციაა და რომ თინათინს მთავარსარდალი სამი წლით ქვეყნიდან არ უნდა გაეშვა, მით უმეტეს, მამა არ უნდა მოეტყუებინა, ავთანდილს კი - საკუთარი მეფე...

როგორ ეგუება მოსწავლეთა პროტესტს ლიტერატურული პერსონაჟების მიმართ და რა მიაჩნია სწორ პედაგოგიკურ მიდგომად? - აქტუალურ კითხვებს შორენა ხუხუა პასუხობს.

- ქართულ ლიტერატურაში არსებობს გარკვეული ჩარჩოები და იმავდროულად არასტანდარტული აზროვნება... ზოგადად, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჰქონდეთ საკუთარი აზრი, ჩვენ კი, მასწავლებლებმა, მას პატივი უნდა ვცეთ; პედაგოგიკაში სწორი და არასწორი პასუხი არ არსებობს - ყველა პასუხს აქვს თავისი ახსნა! მოგეხსენებათ, მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ვარ და ქართულს ვასწავლი არაქართულენოვან მოსწავლეებს, ასევე კლასში შეიძლება იყვნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ბავშვები...
- და ამ დროს ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს როგორ იღებენ? აბო, შუშანიკი... მათთვის დადებითი პერსონაჟები არიან?

- სანამ ტექსტს გავივლით,  ვუხსნი, რომ ჰაგიოგრაფიული ჟანრი განსხვავებულია, ქართულ ჰაგიოგრაფიას ახასიათებს თავისებურებები, რაც უნდა გავითვალსწინოთ ნაწარმოების შესწავლამდე. ჰაგიოგრაფიული გმირის ასახვისას ძირითადი აქცენტები გადატანილია არა ინდივიდუალობაზე, არამედ საერთო სქემაზე. 

მუსლიმმა მოსწავლეებმა იციან, რა პრინციპებს ეფუძნება ქრისტიანული რელიგია, თავად კი აღნიშნავენ, რომ ყურანსა და ძველ აღქმაში ბევრი  საერთოა. მაგალითად, ისლამში იბრაჰიმი, ქრისტიანობაში აბრაამია, იაგუფი იაკობი, მოსე მუსა.
ჩემს ბავშვობაში გვასწავლიდნენ, რომ შუშანიკი იყო აგრესიული და არ უნდოდა შვილების ნახვა... მე კი ვცდილობ, ბავშვებს დავანახო, რომ ის არ იყო მხოლოდ დედოფალი; რელიგიური ჟანრის ნაწარმოების სტრუქტურა უნდა გაიგოს ბავშვმა და შემდეგ გაიაზროს ტექსტი, რისთვისაც ტექსტის დასრულება-გაანაზლიების შემდეგ ვაწყობთ ხოლმე იმიტირებულ სასამართლოს: ვარსქენმა პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულზე; ერთვებიან ისტორიის, სამოქალაქოს მასწავლებელებიც, რადგან ბავშვებმა უნდა გაიაზრონ, რა ვითარება იყო იმ პერიოდში ქვეყანაში, გეოგრაფიულად როგორ იყო მსოფლიო განაწილებული...  ყველა დეტალი რომ იცის მოსწავლემ, აცნობიერებს, რომ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოები.

ჩვენ ტექსტს კი არ გავრბივართ, ბევრს ვმსჯელობთ და იმიტირებულ სასამართლოზე, ვარსქენის როლი არავის უნდა; გარდა ამისა, ჰგონიათ, რომ შუშანიკი მარტივად მოიგებს პროცესს, მაგრამ შემდეგ ჩანს, რომ არცთუ მარტივია ვარსქენს მოუგო სასამართლო, რადგან მის ადვოკატად ხშირად გამოვდივარ ხოლმე მე.

- მოსწავლეებს არ უკვირთ, ვარსქენის დამცველად რომ გამოდიხართ?

- ესაა მათთვის კულტურული შოკი; პროკურორებად მოგვყავს ჩვენი კურსდამთავრებულები, რომლებიც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობენ, ნაფიცი მსაჯულები კი არიან მეცხრეკლასელები, რომელთაც საერთოდ არ იციან ეს ნაწარმოები და ჩვენი არგუმენტების საფუძველზე გამოაქვთ „განაჩენი“... ისინი გულმოდგინედ უსმენენ ტექსტს და ხვდებიან, რომ ვარსქენსაც შეუძლია იმართლოს თავი... შუშანიკის ადვოკატი ისე გავაბრაზეთ ერთხელ, სასამართლო დატოვა და გავარდა ეზოში, ძალიან იყო განრისხებული: „ასე როგორ შეიძლება, მას“, - მისაყვედურა.

ტექსტში ეპიზოდური გამოჩენის მიუხედავად, ჩვენი მოსწავლეები შუშანიკის შვილების როლში გამოდიან და „დედას“ სწერენ გამოსამშვიდობებელ წერილს, თუ რატომ დარჩნენ მამის რელიგიაზე... ისინი გრძნობენ, იაზრებენ...

- აბოსაც ასეთივე გაგებით უდგებიან, ქალბატონო შორენა?

- „აბოს წამებას“  ვსწავლობთ, როგორ ლიტერატურულ ნაწარმოებს. იოანე საბანისძის ენა არის მაღალმხატვრული. განსაკუთრებით მოგვწონს ტექსტის ნაწილი, სადაც ავტორი მიმართავს მკითხველებს: მომისმინეთ გულისყურით და გონებით, რომ ტყუილად არ დავიღალოთ, მე საუბრით, თქვენ მოსმენით.

ვუხსნი, რომ უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან; თანამედროვე კანონმდებლობიდან. ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ ყველა ადამიანი თანაბარია, აბოსაც ჰქონდა უფლება, შეეცვალა რელიგია და დღეს ამის გამო მას არავინ მოკლავდა!

- აბოს შემთხვევაშიც გაქვთ იმიტირებული სასამართლო?

- რა თქმა უნდა! ჩვენ ვუჩივით მსაჯულს, რომელმაც აბოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა; პროცესზე გამოგვყავს აბოს დედა (რომელიც ნაწარმოებში არ ჩანს) და იგი ერისთავებს საყვედურობს, შვილი რომ წაართვეს. პასუხი კითხვაზე - იყო თუ არა აბო მართალი, როდესაც რელიგია შეიცვალა? - სხვადასხვა კუთხით შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ ჩვენი მოსწავლეები ამ ნაწარმოებსაც უყურებენ როგორც სახელმწიფოს ისტორიის, კულტურის ნაწილს; მოსწავლეებმა იციან, რომ ქრისტიანობის გამო ჩვენმა ქვეყანამ „ოკეანე სისხლი“ ( ასე ამბობენ თავად ქალბატონი შორენას მოსწავლეები) დაღვარა და თავად ამ ქვეყნის შვილები არიან... როდესაც ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს ვასრულებთ, ჩვენ ბევრად უკეთესი ადამიანები ვართ, უფრო ტოლერანტები და უკეთ ვიცით საკუთარი რელიგიები.

- არასტანდარტული დამოკიდებულება თუ აქვთ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების მიმართ, ქალბატონო შორენა?

- რა თქმა უნდა... არ მოსწონთ, ტარიელი ხატაეთის დასპყრობად რომ წავიდა, რადგან ოკუპაცია მათთვის მიუღებელია; ასევე არ მოსწონთ, თინათინმა ავთანდილი სამი წლით ქვეყნიდან რომ გაუშვა, თავად მამა, ავთანდილმა კი მეფე მოტყუა, არც ნესტან-დარეჯანი მოსწონთ თავიდან, თუმცა  არ ვუშლი მათ არასტანდარტულ აზროვნებას, უბრალოდ ვეუბნები, თუ ყველაფერი ასე არ მოხდებოდა, მაშინ როგორი იქნებოდა დასასრული?

- ანგრევენ თანამედროვე მოსწავლეები ქართულ ლიტარატურაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს?

- ნამდვილად ასეა და მიყვარს, როდესაც განსხვავებულ აზრს აფიქსირებენ, თუმცა „ვეფხისტყაოსნის“ შემთხვევაშიც ვუხსნი, რომ მე-12 საუკუნის ომები ლიტერატურულ ნაწარმოებში  21-ე საუკუნიდან არ უნდა შევაფასოთ... მაშინ ტარიელის ბრძოლა გმირობად ითვლებოდა, აბოს წამება ხელისუფალმა ამირამ ბრძანა. ჩვენი, მასწავლებლების ვალია, თითოეული დეტალი გავააზრებინოთ მოსწავლეს, პოზიცია კი თავად უნდა ჰქონდეს, სწორი პასუხიც თავადვე უნდა იპოვოს - როდესაც მოგყავს არგუმენტი, ასეთ დროს ყველა პასუხი სწორია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საპროტესტო აქციებში მოსწავლეების მონაწილეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს

 განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რა შემთხვევაში არის ან არა, საჭირო, მართვის სისტემაში რეგისტრაცია

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებ 

აღმზრდელ-პედაგოგებთან დაკავშირებით მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო - გამარტივდა თუ გართულდა პროფესიაში შესვლა

3223-მა მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა, ხოლო 8041-ს მოსწავლის კი სტატუსი შეუჩერდა - 2023-2024 სასწავლო წლის მონაცემები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტი შექმნეს

სასწავლო პროცესს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამარ გვრიტაძე ხელმძღვანელობდა

საინტერესო

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება