სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღების სამოქმედო გეგმის შედგენის ინსტრუქცია - 8 სავალდებულო კომპონენტი
10-09-2023
-
+


ახალი სტანდარტის მიხედვით, საბავშვო ბაღებმა უნდა შეადგინონ სამოქმედო გეგმა, სადაც სავალდებულოა, აისახოს შემდეგი კომპონენტები: სტრატეგიული მიზანი, ამოცანა, აქტივობა, ინდიკატორი, აქტივობის შესრულების ვადა, პასუხისმგებელი ერთეული/პირი, აქტივობის განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი ფინანსური, მატერიალური თუ ადამიანური რესურსები.

რაც შეეხება ვადებს, დაწესებულება თავისუფალია არჩევანში, სამოქმედო გეგმას მოარგებს აკადემიურ თუ კალენდარულ წელს.

„თუ ბაღი დაფუძნებულია დამოუკიდებელი იურიდიული პირის სახით, მაშინ მას უნდა ჰქონდეს საკუთარი სამოქმედო გეგმა, ხოლო თუ ბაღი ოპერირებს ბაღების გაერთიანების ქვეშ, ან ბაღს აქვს რამდენიმე ფილიალი, მაშინ სამოქმედო გეგმის შედგენისას შეიძლება გამოყენებული იქნას ორი ალტერნატიული მიდგომა:

პირველი მიდგომის მიხედვით, სტრატეგიული გეგმის შესაბამისად შეიძლება ბაღების გაერთიანებაში შემავალი ყველა ბაღისთვის/კერძო ბაღის შემთხვევაში - ფილიალებისთვის შედგეს ერთი სამოქმედო გეგმა და იქ გაწერილი თითოეული აქტივობისთვის განისაზღვროს ის კონკრეტული ბაღი/ბაღები, რომელთათვისაც რელევანტური იქნება კონკრეტული აქტივობის შესრულება.

მეორე ალტერნატივაა, თითოეულმა ბაღმა/კერძო ბაღის შემთხვევაში - ფილიალმა, საერთო სტრატეგიულ გეგმაზე დაყრდნობით, თავად შეიმუშაოს და წარმოადგინოს საკუთარი სამოქმედო გეგმა, რომელსაც შეითანხმებს და დაამტკიცებს გაერთიანება/კერძო ბაღის შემთხვევაში - შესაბამისი უფლებამოსილი პირი/ორგანო“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული ვერსიებიდან რომელს აირჩევს სამუშაო, ჯგუფი დამოკიდებულია მუნიციპალიტეტის სპეციფიკაზე, ბაღების გაერთიანებასა და ბაღების საჭიროებაზე. შესაძლებელია, რომ ერთი სტრატეგიული დაგეგმვის ციკლში დაწესებულებამ მოსინჯოს ერთი მიდგომა, ხოლო შემდეგი სტრატეგიული გეგმის განხორციელების პერიოდში - მეორე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება