| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა - მარიამ თათანაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უმაღლეს სასწავლებელში, მისთვის სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
მარიამ თათანაშვილი სკოლაშიც აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა. სკოლის დირექციასა და პედაგოგების მისი წარმატება ახარებთ, მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ნაყოფიერ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.
„სატივის საჯარო სკოლა, პედაგოგების სახელით, სტუდენტობას ულოცავს სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს, მარიამ თათანაშვილს. წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს ვუსურვებთ!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი