სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ძლიერი ნაკადი გავაცილეთ წელს“ - პირველი მაისის საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
04-09-2023
-
+


ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ. წელს სკოლას 8 კურსდამთავრებული ჰყავდა, მათ შორის ხუთი აბარებდა ეროვნულ გამოცდებს, ხუთივემ წარმატებით დაძლია და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხა. მათგან ორმა 50-პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლიდან წელს სტუდენტები გახდნენ:

1. მაკა კობახიძე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა; 50-პროცენტიანი გრანტი;

2. თეიმურაზ კვიკვინია - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება - ტურიზმი; 50-პროცენტიანი გრანტი;

3. ლევანი ბუკია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება - ტურიზმი;

4. დავით სარჩმელია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება - ტურიზმი;

5. სალომე ფილიპია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ტურიზმი.

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ.

კლასის დამრიგებელი ნინო ცხადაია აბიტურინტებს სტუდენტობას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

„აღსანიშნავია, რომ ამ კლასიდან სხვა სკოლებში გადასულმა კურსდამთავრებულებმაც გამოიჩინეს თავი, - ნატრული მებონიამ (50-პროცენტიანი გრანტით), ქეთევან რიგვავამ, ბექა ბუკიამ, რასაც გულწრფელად ვულოცავ... ძლიერი ნაკადი გავაცილეთ წელს“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

კურსდამთავრებულთა წარმატება განსაკუთრებით ახარებს სკოლის დირექტორს - ცისანა რატიას.

„სკოლისთვის სასიხარულოა, როცა ყველა კურსდამთავრებული ირიცხება. წელს არა მხოლოდ წლევანდელმა კურსდამთავრებულებმა გამოიჩინეს თავი, არამედ შარშანდელებმაც. მარიამ ნადარეიშვილი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მოხვდა ტურიზმის განხრით, ხოლო მარიამ კვირტია ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებაზე... ვსარგებლობ შემთხვევით და მარიამს მივულოცავ დაქორწინებასაც... ვისურვებდი ასეთი სასიხარულო ამბებით იყოს სავსე ჩვენი ყოველდღიურობა“...- აღნიშნავს დირექტორის მ/შ ცისანა რატია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება