| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამასთან, არსებობს ორი სახის მოტივაცია - შინაგანი და გარეგანი. შინაგანი მოტივაციის დროს ადამიანის ქცევას საფუძვლად უდევს მისივე ინტერესები. გარეგანია კი როდესაც მოსწავლეს სწავლისკენ მაგალითად, ჩვენ ვუბიძგებთ. ასეთი მოტივაციის დროს ხშირად მოსწავლე სწავლობს კარგი შეფასების მიღებისთვის, დასჯის თავიდან აცილების მიზნით, მშობლის საამებლად და ა.შ.
ამიტომ საუკეთესო გადაწყვეტილებაა ბავშვს თვითმოტივაცია ვასწავლოთ, რადგან ზრდასრულ ცხოვრებაში მას არავინ ეტყვის - „გთხოვ წადი სამსახურში, შენ იქ მოგეწონება და კოლეგებს დაუმეგობრდები“.
როგორ განვუვითაროთ ბავშვს სწავლის თვითმოტივაცია?
3. შექება
ბავშვი გარე შეფასებას არის მიჩვეული: მშობლისგან არ მასწავლებლისგან. ბევრისთვის ეს ნამდვილად ძლიერი მოტივატორია. მაგრამ მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოთ საკუთარი მიღწევების აღნიშვნა და საკუთარი თავის შექება.
4. შთაგონების ძიება
რთული და არასასიამოვნო ამოცანების წინ ან მათი შესრულების შემდეგ შესაძლებელია დამუხტვა იმით რასაც შთაგონება მოაქვს, მაგალითად მუსიკის მოსმენა, დახატვა, ცეკვა ან უბრალოდ მარტოობაში ყოფნა.
5. შეჯიბრი
ბავშვს შეუძლია შეეჯიბროს ზრდასრულს ან საკუთარ თავს. მაგალითად, უცხოური ენის სიტყვების დამახსოვრებაში: დღეს ისწავლის 10-ს, ხვალ 12-ის დაზეპირებას შეეცდება და ა.შ.
როდესაც სათამაშო ელემენტები ერთვება, შესაძლოა ხარისხი დაზარალდეს, მაგრამ ზრდასრულის პასუხისმგებლობაა დროულად დაარეგულიროს და ბავშვს მიმართულება მისცეს.
6. შიდა დასაყრდენის ძიება
თვითმოტივაციის კარგი ხერხია საკუთარ თავში ისეთი თვისებების ძიება, რომელიც რაიმე საქმის შესრულებაში გვეხმარება. ბავშვებს ხშირად უჭირთ საკუთარი პიროვნების დადებითი თვისებების ამოცნობა, მაგრამ მათ ეს უნდა ისწავლონ.
7. თანამოაზრეების პოვნა
იმ ადამიანის გვერდით მუშაობა, რომელსაც ასეთივე მიზნები აქვს, ყოველთვის მარტივია. იმ დროს, როდესაც ერთის მოტივაცია ეცემა, შესაძლოა მეორის მონდომება იყოს აღმავალი და ასეთ დროს საუკეთესო მხარდამჭერი აღმოჩნდეს. ასეთი ადამიანად ბავშვისთვის შესაძლოა იქცეს თანაკლასელი ან თავად მშობელი.
8. მოძებნო რაღაც, რაც უფრო რთული იყო
არსებული ამოცანის უფრო რთულთან შედარება, რომელსაც ოდესღაც გაუმკლავდი, გვეხმარება მას სხვა თვალით შევხედოთ.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ