სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გრანტით ჩარიცხულები 1000 ლარამდე, ოქროს მედლის კანდიდატები კი 500 ლარამდე სტიპენდიას მიიღებენ - დოკუმენტი
20-08-2023
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გაწერილია, რომ გარკვეული ბენეფიციარები წელიწადში ერთხელ მიიღებენ სტიპენდიას; ამისთვის კი აუცილებელია, ისინი ბოლო ორი წელი სწავლობდნენ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში და ამასთან, მინიჭებული უნდა ჰქონდეთ ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სტატუსი.

გარდა ამისა, დაგეგმილია იმ სტუდენტების ფინანსური წახალისება, რომლებიც ორი წელი სწავლობდნენ  ქედის  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებენ სახელმწიფო (50%, 70%, 100%) გრანტს და ჩაირიცხებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში სტიპენდია გაიცემა შემდეგნაირად: სტუდენტს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებს 100 % გრანტს, სტიპენდიის სახით ერთჯერადად ჩაერიცხება 1000, 70%-ის შემთხვევაში 700, ხოლო 50%-ს შემთხვევაში 500 ლარი.

ხოლო მოსწავლეს, რომელსაც მიენიჭება ოქროს მედალოსნის სტატუსი, წლის განმავლობაში ერთხელ სტიპენდიის სახით ჩაერიცხება 500 ლარი, ხოლო ვერცხლის მედალოსანს 400 ლარი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

პატარა მკითხველებს ქართული სიტყვის დიდ გზაზე მეგზურობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა დოლიძე უწევს

მე-9 კლასელი ფინალში 7 იტალიელ მონაწილეს შორის მოხვდა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა

წარმატებულ მასწავლებლეთა დაჯილდოების ცერემონიალი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში გაიმართა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება