სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების გამოცდა 31 აგვისტოდან დაიწყება - ტესტირების დრო 4 საათი იქნება
21-07-2023
-
+


31 აგვისტოს იტალიური ენის მასწავლებლობის მსურველები საგნობრივ გამოცდას ჩააბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით გამოცდისათვის რეგისტრაცია 24 ივლისს დაიწყება და 2 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება.

NAEC-ის ინფორმაციით, რეგისტრაციისათვის აუცილებელია: ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი ეწვიოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge განთავსებულ ბმულს; შეიყვანოს სარეგისტრაციო გვერდის შესაბამის ველში თავისი მონაცემები, ატვირთოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფოტოები და დაეთანხმოს გამოცდაში მონაწილეობის პირობებს.

აღსანიშნავია, რომ საგნის გამოცდა იტალიურ ენაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მის.: ე. მინდელის ქ. N9) ჩატარდება.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გამოსაცდელები, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ვალდებულნი არიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2 აგვისტოს ჩათვლით წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

აპლიკანტს საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად დაუბრუნდება, თუ რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საგნის გამოცდაში მონაწილეობაზე.

აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულაა 90. გამოცდის ხანგრძლივობა: მოსმენის, წერითი და კითხვის ნაწილები - 4 სთ; ლაპარაკის ნაწილი კი - 15 წუთი.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, დეტალური ინფორმაცია გამოცდაზე რეგისტრაციასთან და გადახდის შესაძლო საშუალებებთან დაკავშირებით მოგვიანებით გამოქვეყნდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება