სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„რუკები მარკო პოლოს მოგზაურობაზე, ბრიტანეთისა და სამეგრელოს შესახებ იყო“ - აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდის საკითხებს ამბობენ
19-07-2023
-
+


გეოგრაფიის გამოცდა დღეს 3000-მდე აბიტურიენტმა დაწერა და როგორც საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტებმა გვითხრეს, გამოცდა რთული არ იყო, განსაკუთრებით კი ტესტების ნაწილი გაუმარტივდათ. 

„ტოპოგრაფია ძალიან მარტივი იყო. რუკა მარკო პოლოს მოგზაურობაზე იყო, ასევე ბრიტანეთის რუკა იყო ენერგეტიკურ საკითხზე და ჩვენი „სამარგალოს“ რუკაც იყო. სვეტოვანი დიაგრამები იყო მოსახლეობის რიცხოვნობასთან და კლიმატურ პირობებთან დაკავშირებით. 28 ტესტი იყო და საკმაოდ გამარტივებული, რომ არ გცოდნოდა გამორიცხვის მეთოდითაც მიხვიდოდი პასუხამდე“, - გვეუბნება დავით ბერულავა.

„არც ისე რთული იყო ჩემთვის, ძირითადად საქართველოს კუთხეებზე იყო შეკითხვები, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკზე და სამეგრელო-ზემო სვანათსაც შეეხებოდა რამდენიმე საკითხი. ტესტური ნაწილი ვფიქრობ, ძალიან მარტივი იყო“, - აღნიშნავს ნიკა ნაჭყებია.

„სამართალზე ვაბარებ, გეოგრაფიის ჩაბარება დაზღვევის მიზნით გადავწყვიტე და არ ვნანობ, ტეტსტები რთულად არ მომეჩვენა, ერთადერთი რამაც მეტი დრო დამაკარგვინა რუკა იყო, დიაგრამა ძირითადად მოსახლეობასა და კლიმატურ ცვლილებებს ეხებოდა. რამდენიმე კითხვა ნაკრძალებზეც იყო“,- გვებუნება გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი. 

ცნობისთვის, დღევანდელ გამოცდაზე გამოცხადდა დარეგისტრირებულ აპლიკანტთაგან 84%; ხოლო ორმა აბიტურიენტმა დაიგვიანა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

„მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება