სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N7 სკოლის ტექნოლოგიური კლუბის წევრთა წარმატება საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში
14-07-2023
-
+


რევაზ მუმლაძის სახელობის ზესტაფონის N7 საჯარო სკოლაში სწავლებისას ტექნოლოგიებსა და თანამედროვე მიდგომებს მიმართევენ, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.

სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს წარმატებით მუშაობდა ტექნოლოგიური კლუბი. 

ტექნოლოგიური კლუბის წევრებისგან შემდგარი 6 კაციანი გუნდი ( მაგდა მახათაძე, კოტე კოჩაძე, საბა კობახიძე, ვალერი კამლაძე, დიანა არევაძე, ქრისტინე აბულაძე, ჯგუფის ხელმძღვანელი მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ნინო ჭიპაშვილი) მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტში - „გახდი მთვარის მკვლევარი“.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს კონსულტაციას უწევდნენ ფიზიკის მასწავლებელი ნატო ჩხარტიშვილი, ქიმიის მასწავლებელი მაკა კაციტაძე და ბიოლოგიის მასწავლებელი ნელი მაღლაკელიძე. სკოლაში მათ პროექტში მონაწილეობისა და მოსწავლეთა დახმარებისთვის მადლობას უხდიან. 

მოსწავლეებმა პროექტს წარმატებით გაართვეს თავი. სკოლის მოსწავლეთა გუნდის ნამუშვრები მსოფლიოს მასშტაბით 180 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა. 

„Moon Camp არის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ხორციელდება ESA-სა და Airbus Foundation-ის თანამშრომლობით, Autodesk-თან პარტნიორობით. ის იყენებს ინოვაციურ სასწავლო ტექნოლოგიებს, რათა გამოიწვიოს სტუდენტები, შექმნან საკუთარი მთვარის დასახლება 3D მოდელირების ხელსაწყოთი. მასში წარმოდგენილია მოსამზადებელი საკლასო აქტივობები, რომლებიც ფოკუსირებულია დიზაინით სწავლაზე და სამეცნიერო ექსპერიმენტებზე.

გუნდებმა უნდა შეიმუშაონ თავიანთი მთვარის ბანაკი, რომელიც უნდა მოერგოს მთვარის გარემოს, განიხილონ ადგილობრივი რესურსების გამოყენება და უზრუნველყონ ასტრონავტების დაცვა და საცხოვრებელი თუ სამუშაო საშუალებები.

პროექტი - „მთვარის ბანაკი“ დაყოფილია სამ ცალკეულ კატეგორიად, რომელშიც წარმოდგენილია სირთულის სხვადასხვა დონე: Moon Camp Discovery (დამწყებთათვის), Moon Camp Explorers (შუალედური) და Moon Camp Pioneers (მოწინავე). ჩვენი გუნდი მონაწილეობდა კატეგორიაში Moon Camp Pioneers (მოწინავე). ჩვენი სკოლის გუნდის ნამუშევრები ატვირთულია მსოფლიოს 180 საუკეთესო პროექტთან ერთად, საქართველოდან 25 გუნდიდან მხოლოდ 7 გუნდის ნამუშევრებია წარმოდგენილი, ფიზიკა - მათემატიკური პროფილის სკოლებთან ერთად (კომაროვის სკოლა, თბილისის სერვანტესის სკოლა და სხვა) ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებიც არის ატვირთული. წარმატებებს ვუსურვებთ მათ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება