სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

„გამოცდა საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლონ“- სვეტლანა ბოკუჩავა, მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის დირექტორი
17-07-2023
-
+


დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოკუჩავა უკვე 32 წელია, რაც ხელმძღვანელ პოზიციას იკავებს. მისი დირექტორობისას მოსწავლე-მასწავლებლებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს, გაუმჯობესდა სასკოლო გარემოც. 

სვეტლანა ბოკუჩავა, პარალელურად, რუსულ ენასაც ასწავლის. ამბობს, რომ მისთვის მოსწავლეებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამდენი წლის განმავლობაში, მისთვის სკოლა მეორე სახლად იქცა. აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია, რაც ახალი შენობა აქვთ. დირექტორის თქმით, სკოლა საბაზო და მცირეკონტინგენტიანია, შენობაც 60 მოსწავლეზეა გათვლილი, თუმცა ახლა მოსწავლეთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა. ამას კი განახლებულ ინფრასტრუქტურასა და პედაგოგთა კვალიფიკაციას უკავშირებს. ამავდროულად კი, გამოწვევაა ისიც, რომ საკლასო ოთახები ძალიან პატარაა. 

სვეტლანა ბოკუჩავამ სკოლის, პედაგოგების, გასული სასწავლო წლის, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ etaloni.ge -სთან ისაუბრა. 

- როგორი იყო 2022-2023 სასწავლო წელი თქვენი სკოლისთვის?

- თავდაპირველად, უნდა აღვნიშნო, რომ ავტორიზაციისთვის ვემზადებით. გასული სასწავლო წელი საინტერესო და ნაყოფიერი იყო, რადგან სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება თუ აქტივობა ჩავატარეთ. სკოლაში ეკოსკოლა გაიხსნა, მის მუშაობაში ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ, განვახორციელეთ პროექტი - „მწვანე ეზო“. ახალი სკოლის შენობა გვაქვს და ტერიტორიას მოვლა, გამწვანება სჭირდებოდა. ამაში მშობლები და თემიც დაგვეხმარნენ. ჩვენი სკოლა საბაზოა, მე-9 კლასი 5-მა მოსწავლემ დაამთავრა, ერთ-ერთი მათგანი კომპიუტერსაც მიიღებს.

- პირველკლასელთა რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თქვენ რამდენ მოსწავლეს ელოდებით? 

- რადგან ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მომავალი სასწავლო წლისთვის, 12 მოსწავლე დარეგისტრირდა. მათ მისაღებად საზეიმო აქტივობები იგეგმება.

- რას სთავაზობს მათ სკოლა?

- როგორც ვთქვი, ახალი სკოლის შენობა გვაქვს, ინფრასტრუქტურა გამართულია, ადაპტირებულია და სტანდარტების შესაბამისია. გვაქვს მოწესრიგებული მოედანი. გარდა ამისა, სკოლა პირველკლასელებს საინტერესო აქტივობებს, პროფესიონალ მასწავლებლებსა და მათი ინტერესებზე მორგებულ გარემოს სთავაზობს. სწორედ ამიტომაც, მშობლებიც დაინტერესებულები არიან, მათთან კონტაქტი გვქონდა. ჩვენ, როდესაც პირველკლასელების გაცილების ღონისძიება მოვაწყვეთ, სკოლაში მომავალი პირველკლასელებიც მოვიწვიეთ, ისინი ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ და გარემო დაათვალიერეს. 

- ქალბატონი სვეტლანა, რამდენი ხანია, რაც სკოლის დირექტორი ხართ?

- 32 წელია სკოლის დირექტორი ვარ, პარალელურად, რუსულ ენასაც ვასწავლი. 

- თქვენთვის მოსწავლეებთან ურთიერთობა რამდენად მნიშვნელოვანია?

- პირადად მე, მოსწავლეებთან, თვითმმართველობასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. პედაგოგები მათ სურვილებსა და ინტერესებს ვითვალისწინებთ, შემდეგ კი ამის მიხედვით ვმოქმედებთ. 

- მასწავლებლობა რატომ გადაწყვიტეთ?

- ორი ინსტიტუტი დავამთავრე. თავიდან ინჟინრობაზე ვოცნებობდი. ჩემს დროს ექიმობა და ინჟინრობა ძალიან პოპულარული პროფესიები იყო და ყველას განათლების ამ მიმართულებით მიღება გვინდოდა. ჯერ რუსეთში ვსწავლობდი, შემდეგ ოჯახური მდგომარეობის გამო, საქართველოში გადმოვედით. რუსული განათლება რომ მქონდა მიღებული, სამუშაო ადგილი ვერ ვიშოვე და სკოლაში მუშაობა შემომთავაზეს. შემდეგ კი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე.

- ამ გადმოსახედიდან, მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი ხართ?

- 50 წელია სკოლაში ვმუშაობ, არ ვნანობ, კმაყოფილი ვარ. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან კარგია. სკოლა ჩემთვის მეორე სახლი გახდა, დღე და ღამე აქ ვარ, უმეტეს დროს სკოლაში ვატარებ.

- ამდენი წლის განმავლობაში რა ისწავლეთ მოსწავლეებისგან?

- ვისწავლე და დავინახე ის, რომ მასწავლებელი ძალიან მოსიყვარულე უნდა იყოს, ბავშვებთან ურთიერთობა შეეძლოს, მათი ინტერესები გაითვალისწინოს. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა ფიქრების გამოცნობა ისწავლოს. პედაგოგი კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს.

- წლებია ხელმძღვანელ პოზიციას იკავებთ, სასკოლო ცხოვრებაში რა ძირითად გამოწვევებს აწყდებით ხოლმე?

- გამოწვევა არის ის, რომ მოთხოვნები, რეფორმა, ეროვნული სასწავლო გეგმა იცვლება, რასაც ფეხი აქტიურად უნდა ავუწყოთ.

- დირექტორების გამოცდასთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ, გახვედით გამოცდაზე? 

- მე გამოცდა 12 წლის წინ ჩავაბარე და სერტიფიკატი ავიღე. ამჯერად არ გავსულვარ, რადგან ამ სერტიფიკატს ძალა აქვს. ჩემი აზრით, დირექტორმა გამოცდები უნდა ჩააბაროს, ყველაფერს ფეხი აუწყოს. უნდა იცოდეს, რა არის სკოლაში გასაკეთებელი, სასკოლო საზოგადოებასთან ურთიერთობა არ უნდა ეშლებოდეს.

- რაც შეეხებათ მასწავლებლებს, კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ? 

- დიახ, რა თქმა უნდა, სკოლაში ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია. ახლა ერთი მასწავლებელი წამყვანის სტატუსზე არის წარდგენილი. მომავალში უფრო მაღალ საფეხურებზეც ვიფიქრებთ.

- რამდენად მოგწონთ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა?

- მასწავლებელს სტატუსი ან გამოცდის ჩაბარებით ან პორტფოლიოთი უნდა ეცვლებოდეს. ახლა, თითქოს, საქმე ქაღალდომანიასთან გვაქვს. ვფიქრობ, გამოცდა საკმარისია იმისთვის, რომ სტატუსი აიმაღლონ. სხვანაირად ძალიან რთულია, მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის აღარ სცალიათ. პედაგოგები, თითქოს, სხვა საკითხებზე არიან გადართული. ზოგადად, გამოცდები საჭიროა, პედაგოგი გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

- როგორ ფიქრობთ, რა განასხვავებს საბაზო სკოლას საშუალოსგან? 

- სოფლის სკოლას და თან საბაზოს თავისებურებები აქვს. ჩვენთან ქცევის წესების დარღვევა ნაკლებადაა, უკეთესია მოსწავლე-მასწავლებლების ურთიერთობა - ამაში ვხედავ განსხვავებას. საშუალო სკოლის მოსწავლეებს სხვა მოთხოვნები აქვთ. საბაზოს მოსწავლეები ასაკითაც პატარები, მეტად დამჯერები არიან, მათ მასწავლებელი მშობლად მიაჩნიათ.

- სკოლაში ახალგაზრდა მასწავლებლები გყავთ? 

- დიახ, გვყავს, ვინც უნივერსიტეტი ახლახან დაამთავრა. ჩვენი სკოლის ბევრი კურსდამთავრებული პედაგოგიურ სასწავლებლებში სწავლობს, მაგრამ შემდეგ სკოლაში დაბრუნებული არავინ მინახავს. ახალგაზრდა მასწავლებლები გვყავს, თუმცა იმდენად არიან შეწუხებული ამ ქაღალდომანიით, ამბობენ, უკვე არ გვაქვს იმის სურვილი, სკოლაში მუშაობა გავაგრძელოთო. 

- ბოლოს გკითხავთ, თქვენი აზრით, რა არის მთავარი, რაც სკოლამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს უნდა ასწავლონ?

- პირველ რიგში, მთავარია, რომ გაკვეთილი საინტერესო იყოს. თითოეული მოსწავლის უფლებები დაცული უნდა იყოს. ბავშვებს ერთნაირი შესაძლებლობები არ აქვთ და ეს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს. აუცილებელია, რომ მათ ნიჭისა და უნარების გამომჟღავნება შეძლონ. ვფიქრობ, ჩვენ მოსწავლეებს ამის საშუალებას ვაძლევთ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

მასწავლებელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - 50 წლამდე ქალი გეოგრაფიას ასწავლიდა

სკოლებში სუფთა წერის პრაქტიკას აბრუნებენ, მასწავლებლებს კი მობილურის გამოყენება ეკრძალებათ - ახალი სასწავლო წლის ცვლილებები შვედეთში

შილდის N1 საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა და ჭერის ნაწილს მოედო - დაკვამლიანება ძიძამ შენიშნა

პედაგოგების შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები დამტკიცდა - რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს ეხებათ მინისტრის ბრძანება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მცირე სცენებით წარმოაჩინეს დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა საკუთარი ლექსები

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება