სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას (UAG) შორის თანამშრომლობა დაიწყო
07-07-2023
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ. 

მხარეებს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სტუდენტური ცხოვრების, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. პარტნიორობის ფარგლებში KIU და UAG ხელს შეუწყობენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, გაიარონ საწარმოო პრაქტიკა და სტაჟირება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ასევე კომპანიის მიერ ოპერირებად აეროპორტებში - ქუთაისში, მესტიასა და ამბროლაურში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მაგდა მაღრაძის თქმით, სტუდენტთა სტაჟირებისა და დასაქმების მიზნით, უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს კერძო და საჯარო სექტორთან. 

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. რომლის მიზანია KIU-ს სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამის შეთავაზება და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობა. ჩვენი სტუდენტები ქმნიან საინტერესო პროექტებს IT მიმართულებით. უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია საჯარო-კერძო პარტნიორობა და სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. KIU-ში ფუნქციონირებს ინოვაციების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ხელს ვუწყობთ სტუდენტების დასაქმებას, სტაჟირებას და მათ მომავალ წარმატებას“, - აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

როგორც აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად, რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. მათთვის უმნიშვნელოვანესია კვალიფიციური კადრების მოძიება და დასაქმება. 

„თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობას. თავის მხრივ, უნივერსიტეტი მოამზადებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სტუდენტებს, რომლებიც შეძლებენ შემდგომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასაქმებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან და დარწმუნებული ვართ, რომ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში ქუთაისის აეროპორტის კიდევ უფრო უკეთ პოზიციონირებას“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძე, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, KIU-სა და აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლები, სტუდენტები.

KIU-ს შესახებ:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. დღეისათვის უნივერსიტეტში 1 000-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International). ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აფინანსებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საერთო ბიუჯეტით - 1 მილიარდ ევრომდე.

UAG-ის შესახებ:

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფლობს საქართველოს ყველა აეროპორტს და მართავს სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მეორე საერთაშორისო აეროპორტია და მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივ აეროპორტებს. ქვეყნის ყველა აეროპორტში ახორციელებს საქმიანობას საავიაციო უშიშროების მიმართულებით, ასევე ზედამხედველობას უწევს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანიას. აეროპორტების გაერთიანების როლი სცდება ტექნიკურ ფუნქციონირებას. იგი ორიენტირებულია ქართული საავიაციო ბაზრის კომერციულად მომგებიანი ბიზნესის განვითარებაზე, ადგილობრივი და უცხოური კომპანიებისა და ინვესტორების მოზიდვაზე.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება