სიახლეები
სიახლეები

„სპექტრის გამო ბავშვი სკოლაში არ მიიღეს“ - მშობელი სკოლის წინააღმდეგ
10-07-2023
-
+


სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპექტრის მქონე ბავშვი სკოლა „შავნაბადამ“ არ მიიღო, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მისი ავტორის თქმით, ბავშვი დაჩაგრეს და სკოლაში მიღებაზე უარი უსამართლოდ უთხრეს. ამ ქმედებამ კი საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, რადგან სპექტრის მქონე ადამიანებს, ცხოვრების განმავლობაში, ისედაც ბევრ გამოწვევასა და სტიგმასთან გამკლავება უწევთ.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ვკითხულობთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, შექმნას ინკლუზიური განათლების განხორციელების პირობები.

ჩვენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს განათლების სამინისტრო რა სირცხვილია და რა მარაზმია ასეთი ანგელოზივით ბავშვი სკოლაში არ მიიღოთ? გამარჯობა, მართალია, არ ვიცნობთ ერთმანეთს მაგრამ დახმარება მჭირდება. ყველას, მინდა მთელს ქვეყანას გავაგებინო, როგორ დამიჩაგრეს ჩემი სპექტრის მქონე შვილი. გიმნაზია შავნაბადაში ჩარიცხული ბავშვი აღარ მიიღეს იმის გამო, რომ სპექტრი აქვს. მიღებას აცხადებენ და თურმე, გამოცდილო კადრები არ ჰყავთ ასეთ ბავშვებთან მუშაობისთვის, როცა ადგილზე გავიარეთ რეგისტრაცია და ბავშვის მდგომარეობაც ოცოდნენ. აი, ეს ანგელოზივით ბავშვი არ მიიღეს და გამომიგდეს სპექტრის გამო“,- წერს ბავშვის დედა.

Etaloni.ge დეტალების გასარკვევად ბავშვის დედას - ფიქრია მათიაშვილს დაუკავშირდა. როგორ მშობელი ამბობს, მისი 6 წლის შვილი სპექტრის წარმომადგენელია, განვითარების ეტაპების დაყოვნება აქვს. ამიტომ, მოსამზადებელ. ე.წ. 0 კლასში შეყვანა უნდოდა. როდესაც რეგისტრაცია გამოცხადდა, დაახლოებით, 2-3 თვის წინ, დედა გიმნაზიაში მივიდა, რათა გარეკვია, ბავშვს მიიღებდნენ თუ არა. სკოლაში მისულს უთხრეს, რომ მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვები და კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც ამ ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ჰყავდათ. ფიქრია მათიაშვილის თქმით, სკოლაში დარეგისტრირდნენ, უბრალოდ, შემდეგ გარკვეული ეტაპები უნდა გაევლოთ, რათა გაეგოთ, ბავშვს რა საჭიროებები ჰქონდა.  

პრობლემა მაშინ წარმოიშვა, როდესაც ბავშვი და მშობელი ფსიქოლოგთან - თამარ ჯინჭარაძესთან გასაუბრებაზე მივიდნენ.

„ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე რომ მივედით, ოთახში, ყუთებში, ძალიან ბევრი ლოგიკური სათამაშო ჰქონდათ. ზოგადად, ისეთი ბავშვია, ძალიან ინტერესდება, მოეწონა, ყველაფერი ნახა, ვერ გაჩერდა. თავიდანვე შევატყვე ამ ქალს, რომ არ ესიამოვნა. ფსიქოლოგს ვუთხარი, რომ სათამაშოები უყვარს და მეც რომ შევიდე ოთახში, სადაც ამდენი სათამაშო დამხვდება, შეიძლება მეც დავინტერესდე. მითხრა, ან დასვით ბავშვი ან გაიყვანეთ და თქვენ შემობრძანდითო. ავუხსენი, რომ სანდროს გაჩერება შეუძლია, უბრალოდ, პირველ დღეს შეგუება უჭირს. შევთავაზე მე შემიძლია გაგასაუბროთ ფსიქოლოგები, სადაც ადრე დამყავდა და ისინი დაუდასტურებდნენ, რომ ჩვეულებრივი, მშვიდი და გაწონასწორებული ბავშია, რომელსაც პატარ-პატარა დარღვევები აქვს.

ფსიქოლოგმა მითხრა, 5 წუთში ჩემი დასკვნები უკვე გამოვიტანეო - სამწუხაროდ, ასეთი ბავშვების ლიმიტი აღარ გვაქვსო. მთლიანად ჩვენს იმედზე არ იყოთო, არც კადრები არ გვყავსო და თუ რაღაც შეიცვალა სექტემბრამდე და ვინმე ავიყვანეთ, მაგ შემთხვევაში დაგიკავშირდებითო. ფაქტობრივად, შვილი გარეთ დამიტოვეს. ზუსტად ვიცი, იმ წუთას ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა. როდესაც ვკითხე, როგორ აგყავთ კადრები-მეთქი, სკოლა, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა. იმდენად გადართული იყო იმაზე, რომ უარი მეთქვა, სკოლა გალანძღა. ამბობდა, გარედან აგვყავს კადრები, მერე გადიან გადამზადებას, თქვენ არ იცით აქ რა ხდება, მასწავლებლები ერთხელ დეპრესიაში ჩამივარდნენო, ბავშვებთან ერთმა ავტორიტეტი დაკარგაო. ისეთი რაღაცები მითხრა, მართლა გავვოცდი. იქვე ვუთხარი, რომ ამ ყველაფერს რეაგირება მოჰყვებოდა“,- იხსენებს ფიქრია მათიაშვილი.

როგორც აღმოჩნდა, მშობელს, პირველ რიგში, პრეტენზია თამარ ჯინჭარაძესთან აქვს. მას სურს, რომ ამ პირმა შეცდომა აღიაროს და პასუხისმგებლობა იგრძნოს. ამბობს, რომ მას სხვა მშობლებიც დაუკავშირდნენ, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა შეექმნათ. ფიქრია მათიაშვილის თქმით, მას ერთადერთი მოტივი ამოძრავებს - საკუთარი შვილის ინტერესები დაიცვას.

„ახლა ყველა მსგავსი შვილის მშობლის სახელით ვსუბრობ, ყველამ უნდა ნახოს, რა შეგვიძლია, როდესაც ჩვენს ბავშვებს ჩაგრავენ. თქვან, რომ თავიანთი შეცდომა იყო. მთლიან სკოლაზე არ ვსაუბობ, ვიცი, რომ კარგი გარემოა, ბევრი რამეა ერთ სივრცეში. ერთი ადამიანით ვერ შეაფასებ. მე დირექციასთან არ მაქვს პრობლემა, ბავშვი იმიტომ მივიყვანე, რომ ვიცოდი, კარგი სკოლა იყო.

უარის მიზეზი ის არის, რომ ფსიქოლოგმა იმ წუთას ჩათვალა, რომ ბავშვი ძალიან ცელქი იყო, გაკვეთილზე არ დაჯდებოდა და ვერ დაიმორჩილებდა. ამიტომ, ჩემი აზრით, დამატებითი პრობლემა არ შეიქმნა. თუ 9 სსმ ბავშვი და სპეციალიტები ჰყავთ, ჩემმა შვილმა რა დააშავა. ერთ ადამიანს მთელი სკოლის პრესტიჟი არ უნდა გადააყოლო. ისეთი განწყობა მქონდა, მეგონა, სამოთხეში მივდიოდი და ბავშვს არაფერს არ მოაკლებდნენ. უცებ, მწარე რეალობას შევეჯახე“,- ამბობს ბავშვის დედა.

ფიქრია მათიაშვილის გუშინ სკოლიდან დაუკავშირდნენ, ორშაბათს შეხვედრა ჩანიშნეს. ამბობს, რომ თავის სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს. რაც შეეხება იმას, „შავნაბადაში“ შვილს მიიყვენს თუ არა, გვპასუხობს, რომ ამის ალბათობა უმცირესია. არ იცის, რა შეიძლება შესთავაზონ ისეთი, რომ კვლავ ამ სკოლაზე იფიქროს.

აღნიშნულ ფაქტს „შავნაბადაც“ გამოეხმაურა, მათ დაწერეს, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, გიმნაზიაში ჩარიცხვის რამდენიმე ეტაპი არსებობს და ჩარიცხული მოსწავლე ბაღიდან არ ამოურიცხავთ.

„ერთ-ერთი მოსწავლე დაარეგისტრირეს ადრეული და სკოლამდელი განათლების აკადემიაში. დღეს ბავშვსა და მშობელს ჰქონდათ შეხვედრა ფსიქოლოგთან. ფსიქოლოგი გაესაუბრა მშობელს მოსწავლის საჭიროებებზე (ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით არ ვისაუბრებთ დეტალებზე) და მშობელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მნიშვნელოვანი იყო პროცესის დაგეგმვა, დამატებითი შეხვედრები როგორც ადმინისტრაციასთან, ისე ბავშვთან უკვე მომუშავე სპეციალისტებთან, იმისათვის, რომ შექმნილიყო ბავშვისთვის ხელსაყრელი და მასზე ორიენტირებული გარემო. მშობელმა გადაჭრით მოითხოვა, რომ საკითხის შესწავლისა და დეტალური დაგეგმვის გარეშე მიეღო დასტური ბავშვის ბაღში ჩარიცხვის თაობაზე. ფსიქოლოგმა მშობელს განუცხადა, რომ აუცილებელი იყო კომუნიკაციის გაგრძელება ოჯახთან და ჩარიცხვის პროცესის ერთობლივად დაგეგმვა. მშობელმა ეს მიდგომა ჩათვალა უარის ნიშნად, დაჟინებით ითხოვდა ბავშვის ჩარიცხვას უპირობოდ (ყოველგვარი მსჯელობის გარეშე) და გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ჩარიცხული ბავშვი ამოვრიცხეთ ბაღიდან. რეალურად კი, ბავშვი ჩარიცხული არ ყოფილა და ამ დროისთვის იმყოფებოდა მე-2 ეტაპზე (ფსიქოლოგთან გასაუბრება).

ჩვენი მიზანი იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მუშაობა ოჯახთან ერთად, რისი საშუალებაც არ მოგვეცა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ გიმნაზია „შავნაბადაში” ამჟამად სწავლობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 9 მოსწავლე (ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში). სკოლას ჰყავს ფსიქოლოგი და სპეც. პედაგოგები, გიმნაზია „შავნაბადა“ მათ ყოველთვის უქმნის კომფორტულ სასწავლო გარემოს სხვებთან ერთად, რაზეც ჩვენი სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი დაგვეთანხმება“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამაზე პასუხად კი, ფიქრია მათიაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი უკვე ჩარიცხული იყო, უბრალოდ სხვა ეტაპებიც უნდა გაევლო, რათა არსებული მდგომარეობა შეეფასებინათ. ის, პირველ რიგში, თამარ ჯინჭარაძისგან შეცდომის აღიარებას ითხოვს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
„სიმართლე აუცილებლად იზეიმებს... ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული...“ - პატრიარქის ეპისტოლე
„– აბა, აღსდგა ქრისტე? – ჭეშმარიტად, მასწავლებელო…!” - 5 მაისს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
 ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა
5-6 მაისს ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იცვლება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება