სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედამიწაზე ზრუნვა ჩემი უბნიდან იწყება“ - ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა სკოლის ეკოკოდექსი შექმნეს
15-06-2023
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯრო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით, კი არაერთი ღონისძიება იმართება. სკოლაში წარმატებით მიუშაობე ეკოკლუბი, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი.  კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი  ლიანა  გოგილაშვილი გახლავთ. 

ამჯერად, ეკოკლუბის მოსწავლეებმა ეკოსკოლის პროექტის - „დავიცვათ  საქართველოს  სისუფთავე“ ფარგლებში, სკოლის ეკოკოდექსი - „დედამიწაზე ზრუნვა ჩემი უბნიდან იწყება“ შექმნეს. 

გაეცანით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკოდექსს - „დედამიწაზე ზრუნვა ჩემი უბნიდან იწყება“ 

მუხლი 1. რეგულირების საგანი 

მოსწავლის ეკოკოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს.  არაფორმალური განათლების მიმდინარეობისას სკოლასა და თემში, აგრეთვე, ეკო-კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.

ეკოკოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ- ჩვევების (სიახლე, კრეატიულობა, გაძლიერება, ნდობა) გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.  

სკოლა (ეკო-კომიტეტი) ვალდებულია, ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა, მშობელსა და თემს  გააცნოს  ეკოკოდექსი.

სკოლის სტრატეგიული გეგმის  ნაწილი უნდა ეფუძნებოდეს სკოლის ეკოკოდექსს.

მუხლი 2. ეკოკოდექსის მიზანი 

ეკოკოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები. ეკოკოდექსი ხელს უწყობს  მოსწავლეთა მიერ პროექტის შესახებ  ცნობიერების ამაღლებას და მონაწილეთა რაოდენობისა და ჩართულობის გაზრდას. ის, ასევე, მიზნად ისახავს პროექტის საზოგადოებისთვის წარდგენას, მათი   ქცევის მართვასა და ეკომეგობრული გარემოს შექმნას.

მუხლი 3. რეგულირების სფერო 

ეკოკოდექსი ვრცელდება სასკოლო საზოგადოებაზე, თემსა და მის ვიზიტორებზე.

სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები, მშობლები და  მოსწავლეები იცავენ ეკოკოდექსს. 

 თავი II. მოსწავლის ქცევის წესები 

მუხლი 4.  

მოსწავლე /მოსწავლეები ყოველთვის მუშაობენ ცნობიერების ამაღლებაზე და ქცევის შეცვლაზე   თემასა და საკოლო საზოგადოებაში. სწავლობენ და ასწავლონ სხვებს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას; ლოკალური პრობლემების აღმოჩენას, შესწავლისა და მისი გადაჭრის ხელშეწყობას - მათ შორის გლობალურ ჭრილშიც; იყვნენ მოტივირებულნი და მიზანდასახულნი; იმუშაონ კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეული პრობლემების შემცირებასა და შედეგების შერბილებისთვის (მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად).

ეკოსკოლის  მონაწილეები და მოხალისეები მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან  და თემთან ერთად ერთვებიან გარემოსდაცვით აქტივობასა და ღონისძიებებში.

მუხლი 5.  

მოსწავლეებთან დამოკიდებულება. მოსწავლე/მოსწავლეები სწავლობენ და ასწავლიან სასკოლო საზოგადოებასა და თემს ბუნების სიყვარულს, მოვლა-პატრონობასა და ზრუნვას მათ საკეთილდღეოდ.

მუხლი 6. 

მოსწავლის მოქცევის წესი. მოსწავლე სკოლაში მონაწილეობს გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების შერბილების აქტივობა/ღონისძიებებში სასაკოლო საზოგადოებასთან ერთად. აყალიბებს ჯანსაღ ურთიერთობებს ადგილობრივ თვითმართველობის წარმომადგენლებთან.   

მუხლი 7.  

მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე. მოსწავლე იცავს იქ არსებულ ბიომრავალფეროვნებას და იღებს ვალდებულებას მისი მოვლისა და ზრუნვაზე, ყოველი ქმედება მიზნობრივად უკავშირდება კლიმატის ცვლილებას და ნარჩენების შემცირებას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება