| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში გაიმართა ვიქტორინა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, რომელსაც მასწავლებელი თამარ ჟვანია ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ თამაშს ღონისძიებას ტრადიციული სახე აქვს და აღნიშნულ საგანში ვიქტორინა ყოველწლიურად ტარდება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიქტორინის მიზანია გუნდური მუშაობის ელემენტარული ჩვევების, გუნდური მუშაობის პასუხისმგებლობის, ლოგიკური აზროვნების უნარების წახალისება; ასევე, მრავალმხრივი ინტელექტის, მაღალი დონის სააზროვნო და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება;
ვიქტორინა სახალისო აქტივობებისაგან შედგებოდა. მოსწავლეებმა მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები. ვიქტორინის დასასრულს აღმოჩნდა, რომ ორივე გუნდმა თანაბარი შედეგი აჩვენა.
სკოლის დირექტომა ირმა ბუკიამ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს აქტიურობისთვის და წარმატებები უსურვა მათ.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
რომელ სკოლებს შეეხოთ მინისტრის ბრძანება - რა შეიცვალა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება