სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მიზნად მქონდა დასახული გავმხდარიყავი მასწავლებელი და გავხდი კიდეც“ - შალვა ხუციშვილი თბილისის N219 სკოლის დირექტორი
14-06-2023
-
+


შალვა ხუციშვილი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი მათემატიკის პედაგოგი და თბილისის N219 საჯარო სკოლის დირექტორია, რომელიც არ უშინდება სიახლეებსა და გამოწვევებს, ცდილობს წარმატებული მოსწავლეები აღზარდოს და პედაგოგებს ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და წინსვლაში. როგორც მისი მოსწავლეები აღნიშნავენ, ის მათთვის საუკეთესო მეგობარი და საყვარელი მასწავლებელია. Etalini.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს თბილისის N219 საჯარო სკოლის დირექტორ და მათემატიკის მასწავლებელ შალვა ხუციშვილთან.

- ეს სასწავლო წელი იყო...

- საინტერესო, მრავალფეროვანი, აქტივობებით დატვირთული, ბევრი გამოწვევისა და საიხლეების მომტანი. დავასრულეთ 2 სასკოლო პროექტი „წარსულის დაცვით ვქმნით მომავალს“ და „რობოტი გიდი“, რამაც მოწონება დაიმსახურა.  

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- იქონიონ კომუნიკაცია სკოლასთან, კლასის დამრიგებელთან და საგნის მასწავლებლებთან, იყვნენ აქტიურად ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში, სასკოლო პროექტებში.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- დღევანდელი თაობა ელოდება ამ დღეს, როცა პერანგზე გაიკეთებენ ნახატებსა და წარწერებს, რაც მათ ახალისებთ და ართობთ, თუმცა ვთვლი, რომ ეს არაფრის მომცემია.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- აქტიურად, თავდაუზოგავად ვიშრომებდი მიზნის მისაღწევად. მიზნად მქონდა დასახული გავმხდარიყავი მასწავლებელი და გავხდი კიდეც. 

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- სწორად აირჩიონ სკოლა, მასწავლებლები, სადაც უნდა გაატარონ ყველაზე ლამაზი წლები, მიიღონ სათანადო ცნობა და აირჩიონ მომავალი პროფესია, ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან მოქალაქეებად. 

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- ამონარიდი მეათე კლასის მოსწავლის წერილიდან - „შალვა მასწავლებელი, საუკეთესო მასწავლებელია, მას ყველა მოსწავლე უყვარს, თითოეულ მათგანს სცემს პატივს, ყველას შეგვიძლია მასთან პირად თემაზე საუბარი, ის ჩვენი საუკეთესო მეგობარია“.

- მოტივაციას მაძლევს...

- სიახლეებთან და გამოწვევებთან გამკლავება. მოსწავლეთა წარმატება სასკოლო თუ სკოლის გარეთ ცხოვრებაში, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და წინსვლა. განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სიახლეების გაცნობა და განხორციელება. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება