| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მეათეკლასელებისთვის შემეცნებითი და საინტერესო ექსკურსია მოეწყო.
ექსკურსიის ფარგლებში, მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს: გელათის, მოწამეთას და ბაგრატის ტაძრის სიძველეებს, თვალს ადევნებენ თითოეული სიწმინდის რესტავრაციის შედეგებს.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია პროდუქტიული და ნაყოფიერი აღმოჩნდა, ისინი აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
„კულტურული მემკვიდრეობა ეს არის საზოგადოების ხელშესახები და არამატერიალური მემკვიდრეობა, რომელიც ანდერძით იქნა შენახული და შემდგომი თაობებისთვის გადაცემული. იგი მოიცავს რწმენას, ცოდნას, მხატვრულ გამოხატულებებს, ნორმებსა და ღირებულებებს, სოციალურ პრაქტიკას, ტრადიციებსა და ჩვეულებებს, ადგილებს, საგნებს და კულტურის ნებისმიერ სხვა გამოხატვას.
კულტურული მემკვიდრეობის მეშვეობით გამოიხატება და წარმოდგენილია ხალხის ფორმირებისა და ცხოვრების ისტორიული პროცესი, რადგან ეს არის მისთვის დამახასიათებელი ელემენტების ხილული და მატერიალური სინთეზი...
ხელოვნების პროექტი დასასრულს მიუახლოვდა, მადლობა განათლების სამინისტროს ასეთი ინოვაციური და მომავალი თაობისთვის სასარგებლო აქტივობის შემოთავაზებისათვის“, - აღნიშნავს აქტივობის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ