სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კოდის საჯარო სკოლაში მოქმედმა „იდეების და მეწარმეობის ლაბორატორიამ“ მრავალფუნქციური მწვანე ზონა მოაწყო
08-06-2023
-
+


ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ხორციელდება. 

ამჯერად, სკოლაში მოქმედმა „იდეების და მეწარმეობის ლაბორატორიამ“ პროექტი - „თავისუფალი მწვანე ზონა“ განახორციელა. გაიმართა სკვერის გახსნის საზეიმო ცერემონია. 

ღონისძიებას „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები, პროექტის მხარდამჭერი კურსდამთავრებულები, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ. 

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას განხორციელებული აქტივობები გააცნეს. პროექტისთვის გამოყოფილი საგრანტო თანხა 400 ევრო იყო. კლუბმა სკოლის და საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით, 5600 ლარის მობილიზება და მრავალფუნქციური მწვანე ზონის მოწყობა შეძლო.

„მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა პროექტის განხორციელებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება