| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა, ია ტერელაძემ მოსწავლეებს გაკვეთილი არაფორმალურ გარემოში ჩაუტარა, ბავშვები ქართული არქიტექტურის საფუძვლებს აზიარა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც პედაგოგი გვიყვება, გაკვეთილის თემა - „ქართული არქიტექტურული ძეგლები”, გახლდათ და თემის უკეთ გასააზრებლად მოსწავლეები სოფელში მდებარე იოანე ნათლისმცემლის ტაძარში წაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებისათვის მარტივი გახდა ახსნილი თემის გაგება და გააზრება, რადგან თავად ახლოდან ხედავდნენ და ეხებოდნენ ნამუშევარს.
მოსწავლეებმა ტაძრის აგების სტილსა და ფორმაზე იმსჯელეს, ფასადის ჩუქურთმები და ორნამენტული ნამუშევრები განიხილეს და ინტერიერში განთავსებული ნიმუშების შესრულების სირთულესა და სილამაზეზე ისაუბრეს.
„აი რას წერდნენ ეკლესიის მამები ქრისტიანულ ტაძრის შესახებ:,,როდესაც ადამიანი ტაძარში შედის,უმალვე ხვდება, რომ ეს შენობა ადამიანის მიერ კი არა, ღვთიური განგებით არის შექმნილი.მისი სული ღმერთისაკენ მიილტვის და ზეცად მაღლდება”…
პირველი, რაც ტაძრისკენ მიმავალ მნახველს ეგებება, მისი ექსტერიერია. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას გვიქმნის საგანგებოდ თლილი ქვის წყობა, სვეტები, თაღები, კამერები და გუმბათი. უხვად მორთული რელიეფი და ორნამენტები. ტაძრის ინტერიერი შემკულია ხელოვნების სხვადასხვა დარგის- მხატვრობის, მოზაიკის, ჭედურობის ელემენტებით...“, - გვიყვება ხელოვნების მასწავლებელი ია ტერელაძე.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ