სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ერთი თვე გამოცდებამდე - რას ურჩევენ მასწავლებლები აბიტურიენტებს
11-06-2023
-
+


ერთიანი ეროვნულ გამოცდებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი დარჩა, აბიტურიენტთა მღელვარება კი, უფრო და უფრო იზრდება.

მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებმა ეს დრო პროდუქტიულად გამოიყენონ და მეცადინეობასთან ერთად, განტვირთვაც მოახერხონ.

რაზე უნდა კონცენტრირდნენ ისინი, რას დაუთმონ მეტი დრო, რამდენად რაციონალურად გამოიყენონ მომდევნო ერთი თვე - ამ თემებზე მათ რჩევებს, Etalolni.ge-სთან საუბარში, პედაგოგები აძლევენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ხათუნა კიწმარიშვილი, აბიტურიენტებს ურჩევს მობილიზდნენ და იყვნენ მშვიდად, რომ მიღებული ცოდნის გამოყენება შეძლონ.

„აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ ეს გამოცდები მიიღონ, როგორც კიდევ ერთი გამოწვევა ცხოვრებისეულ გზაზე. იყვნენ თავისუფლები თავის არჩევანში, ლაღები და ამასთანავე მობილიზებულები, რომ შეძლონ იმ ცოდნის გამოყენება, რაც დააგროვეს ამ წლების განმავლობაში. მე როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მათ ვურჩევდი, რომ ეს დრო მაქსიმალურად მოახმარონ თემებზე მუშაობას, რადგან ამაში საკმაოდ დიდი ქულა იწერება. ზოგადად კი, გრამატიკული მასალა გადაიმეორონ და გამოცდებისთვის მშვიდად მოემზადონ“, - აღნიშნავს ის.

ინგლისური ენის პედაგოგი ნინო ხვადაგიანი, როგორც ერთ-ერთი სავალდებულო საგნის მასწავლებელი, მოსწავლეებს ურჩევს, რომ ეს დრო ლექსიკური მარაგის გამდიდრებას დაუთმონ.

„მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებმა მთელი ეს დრო ლექსიკური მარაგის გამდიდრებას დაუთმონ, რადგან ეს პროგრამაში შესული ყველა დავალების დაწერაში დაეხმარებათ. აკეთონ ეროვნული გამოცდების წინა წელს გამოყენებული ტესტები, მოისმინონ ინგლისური ტექსტები, ტესტებში შესულ ცვლილებებსა და სიახლეებს გადახედონ.

მაქსიმალურად კონცენტრირდნენ თემებზე, ისევე წერონ ის, როგორც ქართულ  ენაში დაწერდნენ, გაავლონ პარალელები, იმსჯელონ და თავიანთი სათქმელი თამამად და რაც მთავარია გამართულად ჩამოაყალიბონ.

რაც ყველაზე მთავარია, უნდა დაისვენონ სულიერად და ფიზიკურად, ძილი არ მიიკლონ და არ ინერვიულონ.

აუცილებლად გამონახონ დრო დასვენებისთვის, შეხვდნენ მეგობრებს, ბუნებაში გაისეირნონ და შეიქმნან დადებითი განწყობა, რადგან ეს სამუშაო პროცესსა და საბოლოო შედეგზე დიდი გავლენას ახდენს“, -  გვიყვება პედაგოგი.

ბიოლოგიის მასწავლებელი დალი კილაძე კი,  აბიტურიენტებს ძილის მოწესრიგებისკენ, სუფთა ჰაერზე სეირნობისა და სრულფასოვანი კვებისკენ მოუწოდებს. მათ ურჩევს, რომ წინასწარ გამოცდის იმიტაცია გამართონ.

„აბიტურიენტებმა მუდმივად უნდა იფიქრონ იმაზე, რომ შეუძლებელი და დაუძლეველი არაფერია. ვურჩევდი მცირე ულუფებად განტვირთვის საშუალება მისცენ საკუთარ თავს (გულის გადასაყოლებლად, რომ არ გადაიწვან). მოიწესრიგონ ძილი, იკვებონ სრულფასოვნად, ისეირნონ სუფთა ჰაერზე, რაც ტვინის ფუნქციობისთვის იქნება სასარგებლო.

როგორც ბიოლოგიის მასწავლებელი, მათ ვურჩევდი გამოცდებამდე დარჩენილი დრო ტესტებზე მუშაობას დაუთმონ და სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით უყურონ ვიზუალურ მასალას, რაც მათ წარმოსახვასაც გაამდიდრებს და გაუადვილებთ სწავლის პროცესს.

კარგი იქნება თუ წინასწარ გამართავენ გამოცდის იმიტაციას. ტესტირებისას გამოვლენილ ხარვეზებზე კი დაფიქრებასა და კითხვების არსის ძიებას ვურჩევ. ტესტში მთავარი პირობის გაგება-გააზრებაა, ამისათვის დეტალებს უნდა დააკვირდნენ და ზუსტად გაიგონ, თუ რას ეკითხებათ კონკრეტული დავალება.

დაბოლოს, რაც მთავარია, ოპტიმისტური განწყობა და მზადყოფნა... ნაყოფიერი მუშაობის შედეგად წარმატება გარდაუვალია!“, - აღნიშნავს მასწავლებელი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება