სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაბრუნება ბავშვობაში“- წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლებმა როლები გაცვალეს
05-06-2023
-
+


მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კვირეული გაიმართა. 

საინტერესო აქტივობებს შორის ერთ-ერთი იყო - „დაბრუნება ბავშვობაში“. მას მედეა მოდებაძე ხელმძღვანელობდა. აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა - პედაგოგების, ხოლო მასწავლებლებმა - მოსწავლეების როლები მოირგეს, რაც თითოეული მონაწილისთვის ძალიან ემოციური იყო. 

მასწავლებლების როლი შემდეგმა მოსწავლეებმა შეასრულეს:

  • ანი სიორიძე;
  • ნინო მამარდაშვილი;
  • მარიამ ბუკია;
  • მარიამ ქორიძე.
„ძალიან სახალისო და თითქოს გულისამაჩუყებელიც გამოვიდა. ყველამ სიყვარულით და სითბოთი მოვიგონეთ ჩვენი ყოფილი მასწავლებლები, გავიხსენეთ ბავშვობისდროინდელი სახალისო მომენტები, ბავშვობის ლექსები. როგორი გაბედულები და თამამები იყვნენ მასწავლებლის როლის შემსრულებლები. მადლობა გოგოებო, საუკეთესოები ხართ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისს იწყება - ეტაპები და სხვა დეტალები ცნობილია

პრემიერის განმარტება ჩინეთში შეკერილ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - „ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი“... 

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება