სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წესის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიებებით აღინიშნა
05-06-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ და სახალისოდ აღინიშნა.

თავდაპირველად, მოსწავლეებმა მყარ ზედაპირზე ფერადი ცარცით მრავალფეროვანი ნახატები შექმნეს და ერთმანეთს ეს დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს. აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელოვნების მასწავლებლი ინგა მელაშვილი ხელმძღვანელობდა.

ამავე დღეს,  მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, სკოლაში, მათემატიკაში შემეცნებითი აქტივობა - „ნული და ნატურალური რიცხვები“, ღონისძიების სახით წარადგინეს.ღონისძიებაზე, კი აღნიშნულ საგანში შეძენილი ცოდნა საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმოაჩინეს.

აღნიშნული ღონისძიების ხელმძღვანელი და კოორდინატორი მესამე და მეოთხე კლასების დამრიგებელი ნათელა ნატმელაძე გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება