TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სარჩელი განათლების მინისტრის წინააღმდეგ - საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს
31-05-2023
-
+


გამოქვეყნდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი და საქმე „ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო;

ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1432) მომართეს ციცი ჭელიძემ, სოფიკო ჯიჭონაიამ, ანა გაგუამ, მარიამ შათირიშვილმა, სოფიკო თვალაბეიშვილმა, თამარ სტეფანიშვილმა და მარიამ ბარსონიძემ. №1432 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 19 ივლისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 11 მაისს“.

სადავო ნორმები ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების წესს. გასაჩივრებული წესის თანახმად, დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა, მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით. არადა, „საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 წინადადება ადგენს მოქალაქეთა უფლებას, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით, მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება“.

კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეები იღებენ ან მიღებული აქვთ განათლება ერთ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამაზე და, შესაბამისად, სადავო ნორმები მათ ართმევს შესაძლებლობას, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე სახელმწიფო გრანტი ხელახლა მოიპოვონ. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავოდ გამხდარი რეგულირება ზღუდავს პირის უფლებას, საკუთარი შესაძლებლობებიდან და სურვილიდან გამომდინარე, არაერთჯერადად მოიპოვოს სახელმწიფო დაფინანსება და მიიღოს უმაღლესი განათლება, თუნდაც იმავე საფეხურზე.

მოსარჩელეთა პოზიციით, „განათლება ფუნდამენტური უფლებაა, რომლის წახალისების უზრუნველსაყოფადაც, სახელმწიფო სწავლის საფეხურებზე აწესებს სასწავლო გრანტს, იღებს ვალდებულებას, განსაკუთრებით წარჩინებული შედეგების მქონე პირებს მიანიჭოს, უმაღლესი განათლების სტადიაზე, დაფინანსების მიღების შესაძლებლობა. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ სადავო ნორმები ბლანკეტურად უკრძალავს პირს იმავე საფეხურზე სახელმწიფო გრანტის ხელმეორედ მოპოვების უფლებას“.

ამიერიდან, საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

შემოდგომის ტრადიციულმა ზეიმმა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთ საერთო სადღესასწაულო განწყობით გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება