| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმით აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც V, VI, VII, VIII IX და X კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
დამსწრე საზოგადოებას 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე დეტალური ინფორმაცია მე-9 კლასის მოსწავლე ანა შანთაძემ მიაწოდა.
ამ დღისთვის სკოლის ისტორიის, მუსიკის და ცეკვის პედაგოგებმა მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობა მოამზადებინეს.
ბავშვებმა აქტივობები მონდომებითა და ინტერესით შეასრულეს.
„სცენაზე ლექსებს სიმღერები ცვლიდა, სიმღერებს ცეკვები. კიდევ ერთი საინტერესო და შინაარსიანი დღე ჩაიწერა სკოლის ისტორიაში“.
დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ