სიახლეები
ეტალონი

„წარმატება და მოტივაცია გადამდებია“- გურჯაანის, ქარელის, ასპინძის, დედოფლისწყაროს და ახმეტის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
24-05-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ის პროექტია, რომელიც უკვე მრავალი წელია მოსწავლეთა განვითარებასა და მათი ცოდნის წარმოჩენაზე ზრუნავს. მისი მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

19 მაისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2023 წლის გურჯაანის, ქარელის, ასპინძის, დედოფლისწყაროს და ახმეტის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 16 მაისიდან დაიწყო და ივლისის ჩათვლით გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან „ეტალონმა მოსწავლეებმა“ სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა ისაუბრეს:

მარიამ ღვინაშვილი, „გურჯაანის ეტალონი მოსწავლე“ - ჯიმითის საჯარო სკოლა:


მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველი ადგილის დაკავებას არ ველოდი. ძალიან ემოციური მომენტი იყო, როდესაც გავიგე, რომ ყველაზე მეტი ქულა დავაგროვე - ისე გამიხარდა, შევყვირე. ტესტირებისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვარ, მთლიანად ჩემს ზოგად ცოდნაზე ვიყავი დამოკიდებული. ტესტი როგორც კი სკოლიდან სახლში დავბრუნდი, მაშინვე დავწერე. „ეტალონი მოსწავლე“ რომ გავხდი, ამან თვითშეფასება ამიმაღლა და ჩემზე დადებითად იმოქმედა. აღსანიშნავია, რომ ამ ინტელექტ-ჩემპიონატში ადრეც ვმონაწილეობდი, შარშან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მე-2 ადგილი დავიკავე.

ნინო ხარატიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის დირექტორი:

თავდაპირველად, უნდა ვთქვა, რომ მარიამ ღვინაშვილი ძალიან კარგი მოსწავლეა, სხვადასხვა პროექტში აქტიურად ერთვება და წარმატებას აღწევს. ის „ეტალონში“ ძალიან დიდი მონდომებით ჩაერთო, რაღაც აზარტი გაუჩნდა. ინტელექტ-ჩემპიონატში მისი შესაძლებლობები გამოჩნდა. რასაკვირველია, ჩემთვის ჩემი ყოველი მოსწავლის ასეთი წარმატება ჯილდოა. მსგავსი მიღწევები სხვა მოსწავლეებზეც აისახება, თამასა იზრდება და სწორება მათზე ხდება. შეიძლება ითქვას, რომ წარმატება და მოტივაცია გადამდებია. რაც შეეხება „ეტალონს“ ძალიან კარგად ჩაფიქრებული და ორგანიზებული პროექტია. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მოგვეწონა შეკითხვები და ფორმატი.

თამარ წვერიანაშვილი, „ქარელის ეტალონი მოსწავლე“ - აბისის საჯარო სკოლა:

კითხვები საინტერესო იყო, არ მერთულა, თუმცა გამარჯვებას არ ველოდი. ტესტირებისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვარ და ზოგადი ცოდნით გავედი. გამარჯვების შემდეგ, რაღაც საკითხებით მეტად დავინტერესდი, მოტივაცია მომემატა. როდესაც გავიგე, რომ პირველი ადგილი დავიკავე, ძალიან გამიხარდა. „ეტალონში“ ადრეც ვმონაწილეობდი. ვემზადები ფინალური ეტაპისთვისაც, რაღაც საკითხებს ვნახულობ და ვუღრმავდები.

ლეილა თეთრუაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლის დირექტორი:

თამარი ძალიან კარგი, გაწონასწორებული, ბეჯითი მოსწავლეა, ამიტომაც მის ამ წარმატებას ველოდით. იაქტიურა ბიოლოგიის მასწავლებელმა მარიკა ელიოზიშვილმა, რომელმაც ეს ტესტირება ჩაატარა, მას ჩვენგან მადლობა ეკუთვნის, რადგან ყოველთვის ცდილობს, რომ სკოლა მოწინავეთა რიგებში იყოს. იმედი გვაქვს, რომ „ეტალონი“ კვლავაც გაგრძელდება და მოსწავლეები გვასახელებენ. ჩვენი მოსწავლე რომ „ქარელის ეტალონი მოსწავლე“ გახდა ეს ჩვენთვის საამაყოა, მან სკოლა, განათლება და ჩვენი შრომა წარმოაჩინა. ძალიან კარგი კონკურსია, მოსწავლეებს მასში მონაწილეობის სურვილი და მოტივაცია აქვთ.


ანა ციხელაშვილი, ასპინძის „ეტალონი მოსწავლე“ - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისის საჯარო სკოლა:

სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი. იყო კითხვები, რაც არ ვიცოდი და გამოვტოვე, მაგრამ იყო ისეთი საკითხებიც, რაც კლასგარეშე, სკოლაში, მასწავლებლებისგან ან ოჯახში მქონდა ნასწავლი. მამაჩემი ისტორიკოსია და რაღაცები მისგან ვიცოდი. ასევე, ჩემი ისტორიის, გეოგრაფიის მასწავლებლების დამსახურებით. ზოგადად, ძალიან კარგი პედაგოგები მყავს, მათგან ბევრს ვსწავლობ. გამარჯვებას არ ველოდი, რადგან საკუთარ თავში დარწმუნებული არასდროს არ ვარ, ამ წარმატებამ კი ეს შეცვალა. როდესაც მასწავლებელმა მითხრა, რომ ყველაზე მაღალი ქულა მე ავიღე, მეგონა, ჩვენი სკოლიდან ყველაზე მაღალ ქულაზე იყო საუბარი, შემდეგ მითხრა, რომ „ეტალონი მოსწავლე“ გავხდი, ძალიან გამიხარდა და ბევრი ვიტირე. ამან ჩემში ბევრი რამ შეცვალა. ალბათ, რომ არ მენერვიულა, უკეთესი შედეგი მექნებოდა. ნელ-ნელა ფინალური ეტაპისთვისაც ვემზადები. ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობ, რომ ფინალში არ ვინერვიულო.


მანანა ხმალაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი:

ანა ციხელაშვილის წარმატება მთელი სკოლისთვის ძალიან საამაყოა. ის ძალიან ერუდირებული, ნიჭიერი ბავშია, ოჯახიც ხელს უწყობს. ველოდი, რომ პირველ ადგილს დაიკავებდა, რადგან კითხვა უყვარს და მიზანდასახულია. რაც შეეხება თავად პროექტ „ეტალონს“, ძალიან კარგი ინტელექტ-ჩემპიონატია, მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან, მოტივირებულები არიან და ცდილობენ, რომ ცოდნა წარმოაჩინონ. ჩვენთან კლასში 2-2 ბავშვია, ამიტომაც თითოეულის წარმატება დანარჩენებზე, რასაკვირველია, დადებითად აისახება.

ქეთევან ობოლაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისის საჯარო სკოლის ეტალონის პედაგოგი:

ანა საკმაოდ მობილიზებული, ჭკვიანი მოსწავლეა, ლიტერატურის კითხვა უყვარს, რაც ტესტირების პროცესში ძალიან დაეხმარა. სიმართლე, რომ გითხრათ, მის ამ წარმატებას ველოდი, რადგან პასუხები ძალიან სწრაფად გასცა. ტესტირებისას თავიდან ღელავდა, მაგრამ შემდეგ მობილიზდა. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ ჩემი მოსწავლე „ეტალონი მოსწავლე“ გახდა, მიღებული შედეგით კმაყოფილები ვართ. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, სულ 30 მოსწავლე გვყავს და მათგან, რომ ერთი ასეთ წარმატებას აღწევს, რასაკვირველია, საამაყო და საპასუხისმგებლოა.

ლაშა ხარხელაური - დედოფლისწყაროს „ეტალონი მოსწავლე“ - ქვემო ქედის საჯარო სკოლა:

„ეტალონში“ მონაწილეობისთვის ვემზადებოდი. საინტერესო კითხვები იყო, რომლებსაც თავი გავართვი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველი ადგილის დაკავებას ნამდვილად არ ველოდი. ჩემთვის ეს წარმატება მამოტივირებელი და ძალიან მნიშვნელოვანია. „ეტალონში“ შარშანაც ვმონაწილეობდი, თუმცა მეორე ეტაპზე ვერ გადავედი, ახლა კი „ეტალონი მოსწავლე“ გავხდი და მინდა ჩემი გამარჯვება ყველასთვის სამაგალითო და მამოტივირებელი იყოს. 

ლელა დარძული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის დირექტორი:


ლაშა ხარხელაური მრავალშვილიან ოჯახშია გაზრდილი. მისი უფროსი და-ძმა ჩვენი სკოლის ოქროსმედალოსანი მოსწავლეები იყვნენ. ამ ოჯახიდან ყველა ბავში წარმატებული და წარჩინებულია. ლაშა მე-9 კლასშია, ვერ გეტყვით, რომ მისი გამარჯვება მოულოდნელი იყო. ჩვენთვის ეს მიღწევა მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი ფაქტორის გამო, წელს დაამთავრა სკოლა მოსწავლემ, რომელიც 2021 წლის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწალე“ იყო. ის წავიდა სკოლიდან, მაგრამ მე-9 კლასში ისევ გვყავს „ეტალონი მოსწავლე“. „ეტალონი“ ძალიან კარგი კონკურსია და გამიხარდა, რომ ისევ ჩატარდა.


თამარი ლოსეურაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის ეტალონის პედაგოგი:

ლაშა ხარხელაურს მე პირადად არ ვასწავლი, თუმცა სხვა პედაგოგებისგან ვიცი, რომ კარგი, შრომისმოყვარე, ნიჭიერი და ბეჯითი მოსწავლეა. რაც შეეხება ტესტირების პროცესს, კარგად წარიმართა და ფაქტია, რომ მას ლაშამ თავი დიდი წარმატებით გაართვა. ჩვენი სკოლისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ისეთ პროექტში, როგორიც „ეტალონია“ ჩვენმა მოსწავლემ წარმატებას მიაღწია. ეს ჩვენი სახელია და ძალიან გვეამაყება. ლაშას წარმატება დანარჩენი მოსწავლეებისთვისაც მოტივაციის წყაროა.


თამუნა გავარდაშვილი, ახმეტის „ეტალონი მოსწავლე“ - ოჟიოს საჯარო სკოლა:

თავდაპირველად, უნდა ვთქვა, რომ ამ წარმატებას არ ველოდი, მაგრამ ძალიან გამიხარდა, კმაყოფილი ვარ. ამან თავდაჯერებულობა, მოტივაცია შემძინა, ახლა საკუთარი თავით უფრო კმაყოფილი ვარ. ჩემთვის კითხვები ძალიან საინტერესო იყო, ბევრი რამ გავიგე, ნაწილი ვიცოდი. მე „ეტალონში“ შარშანაც ვმონაწილეობდი, თუმცა ვერ დავდე ისეთი შედეგი, როგორიც საჭირო იყო. ფინალისთვის წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ვეცდები, რომ უკეთესად წარმოვაჩინო ჩემი თავი და სკოლაც კიდევ ერთხელ ვასახელო.


ჟანა ახალკაციშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის დირექტორი:

წლებია უკვე, რაც ჩვენი მოსწავლეები „ეტალონში“ ერთვებიან, წარმატებული მოსწავლეებიც გვყოლია. ჩვენ ამ პროექტს მხოლოდ მივესალმებით. რაც შეეხება თამუნა გავარდაშვილს ის ძალიან კარგი მოსწავლეა, მის წარმატებას ველოდი, მაგრამ ეს კონკურისა და არავინ ვიცით, რა მოხდება. მისი მიღწევით ძალიან გავიხარეთ და ამისთვის დიდი მადლობა „ეტალონს“. ეს პროექტი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, რომ ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინონ. ფინალურ ეტაპთან დაკავშირებით, მხოლოდ პოზიტიური მოლოდინები მაქვს.

თინათინ ლეფსვერიძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის ეტალონის პედაგოგი:

ტესტირების პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, მოსწავლეებს ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი იმისთვის, რომ ცოდნა გამოევლინათ. რაც შეეხება თამუნას, ის ძალიან კარგი მოსწავლეა - მიზანდასახული, გონიერი, ბეჯითი, ძალიან ბევრს კითხულობს და ვფიქრობ, რომ ეს ტესტირების პროცესში გამოადგა. მისი წარმატება დანარჩენი მოსწავლეებისთვისაც მაგალითი იქნება. „ეტალონი“ ძალიან კარგი, პროექტია, მომწონს, ყოველწლიურად ვერთვებით. მახსოვს, ჩვენმა მოსწავლემ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მე-2 და მე-3 ადგილიც დაიკავა, საპრიზო ათეულშიც ყოფილან. წელს კი საერთოდ „ეტალონი მოსწავლე“ გახდა - ეს ყველაფერი ჩვენთვის საამაყოა. მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, ბევრს მუშაობენ, ხელს გვიწყობს დირექციაც და საამაყო შედეგიც ერთიანი ძალისხმევით გვაქვს. 




ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება