სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საბეჭისისა და სამების საჯარო სკოლებს შორის მეგობრობის ხიდი გაიდო
17-05-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი სიანტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, საბეჭისისა და სამების საჯარო სკოლებს შორის მეგობრობის ხიდი გაიდო და გეოგრაფიის კონკურსი - „ნორჩი გეოგრაფები“ ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორები ნინელი ვიბლიანი და ნაირა დევდარიანი იყვნენ.

კონკურსის მიზანი ერთამანეთის გაცნობა, დამეგობრება და ჯგუფური მუშაობისას პასუხისმგებლობის გააზრება იყო. მასში სამი ხუთწევრიანი გუნდი მონაწილეობდა, თითოეულ გუნდში ორივე სკოლის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. შედეგად, ჟიურიმ გამარჯვებული დაასახელა, ყველა მონაწილეს კი სიგელი გადაეცა.

საბეჭისის საჯარო სკოლა მადლობას უხდის სამებისა და საბეჭისის საჯარო სკოლების დირექტორებს ნანული გვიჩიანსა და რამაზ ხინიკაძეს პროექტის მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

„მადლობას ვუხდით ასევე ყველა მონაწილეს, ჟიურის, მუსიკის ხელმძღვანელს ხატულა გიგლემიანს გულთბილი დახვედრისათვის და პოზიტიური გარემოს შექმნისათვის. ღონისძიება იყო კარგად დაგეგმილი, მრავალფეროვანი, შემეცნებითი და საინტერესო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
ბესიკ კალაძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი შრომისთვის
 

„ეს ჯილდო არის მისი თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმის, საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულის დამსახურებული აღიარება“

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება