სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თოჯინები მოგვითხრობენ უფლებებზე“- ღვანკითის საჯარო სკოლაში ინტეგრირებული პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
10-05-2023
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში საწავლო წელი გამორჩეული აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლაში ინტეგრირებული პროექტის - „თოჯინები მოგვითხრობენ უფლებებზე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ელისო ჩიქოვანი იყო. 

ღონისძიების წამყვანებმა - ლიკა ცერცვაძემ და ნინი გავაშელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების შესახებ პრეზენტაციის სახით წარუდგინეს.

დასკვნით ღონისძიებაზე კი სამოქალაქო კლუბის წევრებმა - გიორგი ზარნაძემ, თიკა კოვზირიძემ, ია ყვავაძემ, ანამარია რობაქიძემ და ნიკა კუპატაძემ თავიანთი როლები შესანიშნავად მოირგეს და მაყურებლის წინაშე თოჯინების სპექტაკლი ბავშვთა უფლებებზე წარადგინეს. 
სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი და დეკორაციების შემქმნელი მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გივი წაქაძე იყო. პიესის ავტორი კი ელისო ჩიქოვანი.

თოჯინების სპექტაკლს პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და მოწვეული სტუმრები - მაია რობაქიძე, დარეჯან მემანიშვილი,
ლანა თოთაძე - სამოქალაქო განათლების პროგრამის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქრისტინე ჩიხლაძე - რეგიონალური ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორი და ნუცა მაისურაძე - სამოქალაქო განათლების პროგრამის გრანტების კოორდინატორი ესწრებოდნენ. 

როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტის გეგმით განხორციელებული აქტივობა სკოლის დირექტორმა ინგა ჯალიაშვილმა, მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა სოფო სიუკაევამ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან შეყრილაძემ, მამა ანდრია ყიფიანმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მ.დოლაკიძემ, ასევე სტუმრებმა - ლანა თოთაძემ, ქრისტინე ჩიხლაძემ და ნუცა მაისურაძემ, მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის პედაგოგმა ნათია გამყრელიძემ, მოსწავლეთა მშობლებმა - ირინა ხუჯაძემ და ნათია სიხარულიძემ შეაჯამეს. 

პროექტი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

„ყველამ მადლობა გადაუხადა პროექტის სულისჩამდგმელსა და ორგანიზატორს - ელისო ჩიქოვანსა და მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში. პროექტის ხელმძღვანელმა კი თანადგომისათვის მადლიერება გამოხატა პროექტის მონაწილე პედაგოგების, მოსწავლეებისა და სკოლის დირექციის მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება