სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოცვის პლანტაცია დაათვალიერეს
10-05-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, ეკოსკოლების პროგრამის ფარგლებში, ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოსკოლელების (კოორდინატორი: ლ.ხვიჩავა ) ინიციატივით, ვიზიტი მოცვის პლანტაციაში შედგა. ინიციატივას ეკოკლუბი „ფესვები“ (ხელმძღვანელი: მ.ქარდავა) და სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ წევრები (ხელმძღვანელი: მ.არახამია) შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა ინტერვიუ ფერმერთან, სკოლის კურსდამთავრებულ მალხაზ კუხალეიშვილთან ჩაწერეს, რომელმაც ლურჯი მოცვის კულტურაზე და მის განაშენიანებაზე ძალიან საინტერესოდ ისაუბრა. მან მოსწავლეთა კითხვებსაც ამომწურავად უპასუხა. 

ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო, რაზეც მოსწავლეთა ჩართულობაც მეტყველებს. 

„მალხაზ კუხალეიშვილმა აღნიშნა, რომ დღეისათვის მსოფლიოში გაკულტივირებული ჯიშებიდან ყველაზე მეტი გავრცელება ლურჯი მოცვის სახეობამ ჰპოვა, რომლის კულტივირებაც საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. მოცვი სრულ მსხმოიარობას აღწევს 6-10 წლის ასაკში. ფერმერმა ისაუბრა მოცვის დარგვაზე და მის მოვლა-პატრონობაზე, რომ გაშენებულ მოცვის პლანტაციებში პირველ სამ წელიწადს მცენარის გამოკვება ხდება წინასწარ მომზადებული მინერალური სასუქების ნაზავით. სასუქის მიღების შემდეგ სასურველია მცენარე მოირწყას. მოცვის ბუჩქის ირგვლივ ნიადაგის დამუშავება დაუშვებელია 2-3 სმ-ის სიღრმეზე მეტად, რათა ფესვთა სისტემა არ დაზიანდეს. ახალ მოზარდ ბუჩქს რეგულარულად სხლავენ. სათბურში მოყვანილია ლურჯი მოცვის შემდეგი ჯიშები: ლეგასი, ბერკლი, დიუკი. მოსავლის აღება იწყება ივნისის შუა რიცხვებიდან. ნაყოფი მდიდარია ნახშირწყლებით, ორგანული მჟავებით, მინერალური ელემენტებით. ლურჯ მოცვს აქვს მაღალი პროფილაქტიკური სამკურნალო თვისებები“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

პიროვნება
სკოლები

პატარა მკითხველებს ქართული სიტყვის დიდ გზაზე მეგზურობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა დოლიძე უწევს

მე-9 კლასელი ფინალში 7 იტალიელ მონაწილეს შორის მოხვდა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება