სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იანეულის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო ნამუშევარი მიუძღვნეს
07-10-2026
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ლიტერატურას დიდი სიყვარულით სწავლობენ და სახელოვან მწერალთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას დიდი ინტერესით ეცნობიან. 

ახლახან, VI კლასის მოსწავლეებმა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული შემოქმედის - ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო ნამუშევარი მიუძღვნეს. 

 „ვაჟა-ფშაველა - ბუნების, ადამიანობისა და თავისუფლების მგოსანი“ - ამ თემით შთაგონებულმა მე-6 კლასელებმა ბუნების მგოსნის ცხოვრება და შემოქმედება პლაკატზე დაიტანეს და თვალსაჩინო ადგილას გამოფინეს.

„კითხვა, შემოქმედება და ქართული ლიტერატურის სიყვარული - ასე ეცნობიან ჩვენი მოსწავლეები დიდ ქართველ მწერლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა.

პატარა მკითხველებს ქართული სიტყვის დიდ გზაზე მეგზურობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა დოლიძე უწევს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

პიროვნება
სკოლები

პატარა მკითხველებს ქართული სიტყვის დიდ გზაზე მეგზურობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა დოლიძე უწევს

მე-9 კლასელი ფინალში 7 იტალიელ მონაწილეს შორის მოხვდა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება