სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც ბავშვები ცოდნას ხალისით, თამაშითა და აღმოჩენებით იღებენ“ - პტენის საჯარო სკოლის პედაგოგი მარეხი სუდაძე
07-10-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგ მარეხი სუდაძისთვის სასწავლო წელი მოსწავლეთა ნდობის მოპოვებით იწყება. მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესის გათვალისწინებით კი იგეგმება სასწავლო პროცესი. მისთვის წარმატებული გაკვეთილი, რომელშიც ყველა მოსწავლე აქტიურად და ინტერესით არის ჩართული, შედეგი კი ცოდნის ცხოვრებასთან დაკავშირება და პრაქტიკაში გამოყენებაა. 

პტენის საჯარო სკოლის პედაგოგი მარეხი სუდაძე etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მასწავლებლისა და მოსწავლის კარგი ურთიერთობა, პირველივე დღიდან ნდობის ჩამოყალიბება.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- მოსწავლის საჭიროებებზე, გაკვეთილის მიზანზე და იმაზე, როგორ გავხადო სასწავლო პროცესი საინტერესო.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული, ინტერესით სწავლობენ, დასახულ მიზანს აღწევენ და გაკვეთილის  ბოლოს მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოყენება შეუძლიათ.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

-მინდა გაკვეთილი იყოს თბილი, საინტერესო და ისეთი, რომ თითოეულმა მოსწავლემ იგრძნოს საკუთარი შესაძლებლობები  და წარმატება.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

-მრავალფეროვან და სახალიოსო აქტივობებს, ვიზუალურ მასალას, თამაშსს, თანამედროვე ტექნოლოგიებს.

-  მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

-როცა გაკვეთილი მხოლოდ „დაწერეთ, წაიკითხეთ, დაიმახსოვრეთ“ არ არის. როცა თამაშით, ხალისით და ცოტა სიცილით ვსწავლობთ, სახალისო აქტივობებს ვაკეთებთ.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- ბავშვები ცოდნას თამაშით, აღმოჩენებითა და ხალისით იღებენ, კითხვების დასმის არ ეშინიათ და გაკვეთილიდან გამოსულებს კიდევ უნდათ - „კიდევ ერთი თამაში ვითამაშოთ“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

პიროვნება
სკოლები

წარმატებულ მასწავლებლეთა დაჯილდოების ცერემონიალი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში გაიმართა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება