სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N219 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ საინტერესო კვირეული მოაწყო
08-05-2023
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლაში საგნობრივი კვირეულების ციკლი გრძელდება.

მიმდინარე კვირაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ, საინტერესო აქტივობები დაგეგმა და განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ კვირეულში, როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები აქტიურად  მონაწილეობდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, 1-ელ დღეს დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ქართული მითებისა და ლეგენდების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. სკოლის ფოიეში, აღნიშნულ თემაზე საკუთარი ხელით შესრულებული ნახატები გამოფინეს.

მე-2 დღეს საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, კერძოდ, მე-10 და მე-11 კლასმა, სააქტო დარბაზში უყურეს ფილმს - „ხევისბერი გოჩა“, ფილმის დასრულებისთანავე გაიმართა დისკუსია, მსჯელობა და განხილვა იმ საკითხებისა, უნდა მოეკლა თუ არა ხევისბერს შვილი, ვინ იყო ამ ტრაგედიაში დამნაშავე და ა.შ. ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში მედიაწიგნიერების განვითარებას.

მე-3 დღეს, სკოლაში  მე-10 კლასის მოსწავლეებმა საკონფერენციო თემები წარმოადგინეს, სადაც განხილული იყო შოთა რუსთაველის - „ვეფხისტყაოსნის“, პერსონაჟები, ბავშვებმა პოემის ყველა მთავარ გმირზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. 

მე-4 დღეს, დაწყებითი კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, გაიმართა ფოლკლორის საღამო, სადაც პატარებმა მონდომებით წარმოადგინეს მთისა და ბარის ფოლკლორი. იმღერეს, იცეკვეს, წარმოთქვეს ზეპირსიტყვიერების მარგალიტები! ამ აქტივობამ ხელი შეუწყო პატარებში მშობლიური საწყისების გაცნობასა და სიყვარულს, შემოქმედებითი უნარების განვითარებას და წარმოჩენას, აზიარა ისინი ქართულ ფოლკლორს!

დასკვნით ეტაპზე, მე-5 დღეს, მე -10 კლასის მოსწავლეებმა, მეტეხის ტაძარსა და მთაწმინდაზე მინი ექსკურსია მოაწყვეს მათ მოინახულეს და პატივი მიაგეს წმინდა შუშანიკ დედოფალსა და წამებულ აბო თბილელს, აგრეთვე წმინდა მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს ეწვივნენ. 

„მადლობას ვუხდით კვირეულის ფარგლებში გაწეული შრომისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლევლებს: ნანა ქაცანაშვილს, ნინო ტაკაშვილს, ბაბილინა კორძაიას, მარინე პეტრიაშვილსა და შორენა ძიძიკაშვილს! აგრეთვე, დიდი მადლობა ყველა მოსწავლეს, ვინც აქტიურად ჩაერთო სასკოლო ღონისძიებებში!“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

კლუბის მიზანია მოსწავლეებში რობოტიკის, პროგრამირების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართ ინტერესის გაღვივება და პრაქტიკული უნარების განვითარება

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება