სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები - დარეჯან კვიმსაძე და ვერა ლომიძე წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ 
07-10-2026
-
+


ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სკოლის მასწავლებლების - დარეჯან კვიმსაძისა და ვერა ლომიძის წარმატებული პედაგოგიური საქმიანობა აღინიშნა.

პედაგოგები, საზეიმო ღონისძიებაზე თაობების აღზრდა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

ქუთაისში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.მასწავლებელთა დაჯილდოების ცერემონიალს ქუთაისის ტექნოლოგიურმა ჰაბმა უმასპინძლა. 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცეს ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს.

წარმატებული მასწავლებლები  სკოლების პედაგოგიური საბჭოების მიერ შეირჩნენ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის დამტკიცებული დებულების შესაბამისად. ქუთაისის №4 საჯარო სკოლიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაჯილდოვდა ორი  პედაგოგი: დარეჯან კვიმსაძე და ვერა ლომიძე.

სკოლაში ახარებთ პედაგოგთა შრომისა და ღვაწლის დაფასება.

„ეს დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობასა და იმ ადამიანების დამსახურებას, რომლებიც მომავალ თაობებს ცოდნისა და ღირებულებების გზაზე მიუძღვებიან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

პატარა მკითხველებს ქართული სიტყვის დიდ გზაზე მეგზურობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა დოლიძე უწევს

მე-9 კლასელი ფინალში 7 იტალიელ მონაწილეს შორის მოხვდა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება