სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის ლიტერატურულ სივრცეში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს უმასპინძლეს
08-05-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის ლიტერატურულ სივრცეში საინტერესო შეხვედრა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ მარინა ტურავასთან გაიმართა.

შეხვედრის თემა იყო „სამშობლოს მსახურება ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილებში“.

მარინა ტურავამ მე-19 საუკუნის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე, რუსული ოკუპაციის მწვავე შედეგებზე, ქართველ თავადაზნაურთა კოლაბორაციონალიზმზე, ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაზე, ქართველ „თერგდალეულთა" მოღვაწეობაზე და მათი ლიდერის ილია ჭავჭავაძის სამშობლოსადმი თავდადებაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, მან გიმნაზიის მოსწავლეთა საინტერესო შეკითხვებს არა მარტო „მგზავრის წერილების“ ირგვლივ, არამედ ქართველი საზოგადო მოღვაწეების ურთიერთობების, მათი ხედვისა და ბრძოლის შესახებ უპასუხა.

შეხვედრის ორგანიზატორები გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა და ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი იყვნენ.

თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და საინტერესო ლექციისათვის სტუმარს მადლობა გადაუხადეს - გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, გიმნაზიის პედაგოგმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა - ნათელა კაპანაძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებმა, გიმნაზიის პედაგოგებმა ნანა და მარიამ ანთაძეებმა.

შეხვედრას სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, ხარისხის სამსახურის მენეჯერი - მარინა გოგოლაძე, კლასგარეშე ღონისძიებების მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი, ხელოვნების სკოლის საცხოვრებელი კამპუსის კოორდინატორი - ნინო ცეცხლაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი - თეონა მოდებაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - თამთა ხარატიშვილი ესწრებოდნენ. 

სტუმარმა გიმნაზიას ნანა კუციასა და მირანდა თოდუასთან თანაავტორობით გამოცემული წიგნი „ქართული ლიტერატურა, ტრადიცია, რაკურსი, კონტექსტი“ საჩუქრად გადასცა.

„პეტერბურგიდან სამშობლოში მომავალი,  24 წლის ილია აღწერს მის მოგზაურობას თავის დოკუმენტურ მოთხრობაში „მგზავრის წერილები", რომელიც არა მარტო მისი სამოქმედო პროგრამა გახდა, არამედ თამამად შეიძლება ეწოდოს ამ ნაწარმოებს „ქართველთა მანიფესტი“.
შეხვედრის დასასრულს, სტუმარმა, მასპინძლებთან ერთად, სამახსოვრო სურათები გადაიღო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება