სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გლობალური ქმედებების აქცია ჩხორიის საჯარო სკოლაში
08-05-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები გლობალური ქმედებების აქციაში ჩაერთნენ. 

საერთაშორისო აქცია 18 აპრილიდან  – 28 აპრილამდე მიმდინარეობდა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ. 

ჩხორიის საჯარო სკოლაში, განხორციელდა შემდეგი აქტივობები: 

  • ქმედება 1 - თქვით უარი დღის განმავლობაში ხორცის ჭამაზე!
აღნიშნული ქმედების ფარგლებში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლაში, ერთად მოამზადეს სალათი. ამ აქტივობაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ, ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ თავიანთი ხელით მომზადებული სალათის დაგემოვნებისას.
აქტივობა ოჯახის წევრებთან  ერთად სახლში გააგრძელეს, ვეგეტარიანული კერძები მოამზადეს და სკოლაში საინტერესო რეცეპტები და ფოტოები გააგზავნეს.

  • ქმედება 2 - შეამცირეთ ეკოლოგიურად მავნე პროდუქტები!

ამ ქმედების ფარგლებში, სკოლაში მოსწავლეებთან საუბრები მოეწყო, იმის შესახებ, რომ მავნე პროდუქტები, ნივთიერებები და ხსნარები, ხშირად გვხვდება სახლებში ან სკოლაში. ბევრი პროდუქტი, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ შეიძლება შეიცავდეს გარემოსთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებს. სკოლაში აღნიშნეს, რომ ყველა მავნე პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივებით უნდა ჩანაცვლდეს.

  • ქმედება 3 - შეცვალეთ თქვენი წიგნები ახლით ! მოაწყვეთ  წიგნების გაცვლა მეგობრებთან, ოჯახთან, კლასელებთან ან თუნდაც მთელ სკოლასთან ერთად!

ამ ქმედების ფარგლებში მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა, მეგობრებმა წიგნები გაცვალეს, ასევე მოსწავლეებმა წიგნის სანიშნები დაამზადეს და  წიგნის კითხვის დღე მოეწყო.

  • ქმედება 4 - ვიყოთ შემოქმედებითები, კრეატიულები და ძველ ნივთებს ვაჩუქოთ ახალი სიცოცხლე და ახალი დიზაინი. ამავე დროს შევამციროთ ახალი ნივთების მოხმარება.

აღნიშნული ქმედების ფარგლებში მოსწავლეებმა მშობლების აქტიური ჩართულობით მეორადი მასალებისგან საინტერესო ნივთები შექმნეს და სკოლის დერეფანში გამოფენა მოაწყვეს. 

  • ქმედება 5 - დასუფთავების აქცია, ნარჩენების დახარისხება. პიკნიკის მოწყობა.

მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა აქტიური ჩართულობით მოეწყო დასუფთავების აქცია, ღონისძიების დასასრულს კი პიკნიკი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გლობალური ქმედებების აქციაში აქტიურად ჩართულ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს აქციის ხელმძღვანელისგან სერტიფიკატები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება