სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მსოფლიოს უცნაური ფესტივალები“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ წამყვანი მასწავლებლის - ეკატერინე ჩაჩიბაიასა და მე-7 კლასელების საინტერესო პროექტ-გაკვეთილი
08-05-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

მათ, შორის აღსანიშნავია ინგლისურენოვანი პროექტ-გაკვეთილი თემაზე - „მსოფლიოს უცნაური ფესტივალები“, რომელიც მე-7 კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა - ეკატერინე ჩაჩიბაიამ შესთავაზა. 

რა არის ფესტივალი?, რამდენი სახის არსებობს?, როგორ აღნიშნავენ მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?, რა არის ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი და რა დანიშნულება აქვს მას? - ამ კითხვებზე ინგლისურ ენაზე არგუმენტირებული პასუხები გასცეს მე-7 კლასის მოსწავლეებმა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პოსტერები, სადაც  აღბეჭდილი იყო სხვადასხვა ფესტივალის ამსახველი ფოტოები და ინფორმაცია. მეშვიდეკლასელებმა ასევე გააკეთეს ზეპირი პრეზენტაციები, ინგლისურ ენაში მდიდარი ლექსიკური მარაგი წარმოაჩინეს.

„ინფორმაციები კი მართლაც მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, მოსწავლეებმა ისაუბრეს ხახვის, შოკოლადის, ყველის, ნამცხვრების, ბლინის, პომიდვრის, საჭმლის, ლუდის ფესტივალების შესახებ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

გაკვეთილის დასკვნით ნაწილში, პედაგოგმა მოსწავლეებს მიაწოდა მასალა - „უცნაური ფესტივალის სახეობები მსოფლიოში“, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას მაისის, გველის, მანქანების, ფუნთუშების ფესტივალების შესახებ. 

მოსწავლეებმა შეძლეს უცხო ტექსტის გაგება-გააზრება და კითხვებზე პასუხის გაცემა. მათ, ასევე პარალელები გაავლეს საქართველოში განხორციელებულ ფესტივალებთან და სკოლის უკვე ტრადიციად ქცეულ ფესტივალზე - „ანაბასისობა“ , რომელიც შემოდგომაზე იმართება.

„პროექტით პედაგოგმა მიზანს მიაღწია, მოსწავლეებმა  შეძლეს ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ლექსიკო-გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება მონოლოგების შედგენაში თემაზე - „ფესტივალი და მისი დანიშნულება“.  ტექსტის - „უცნაური ფესტივალის სახეობები მსოფლიოში“ წაკითხვა, გაგება-გააზრება, დასკვნების გამოტანა, რაც ხელს შეუწყობს მათ პრეზენტაციის შექმნაში და მისი მეშვეობით ფესტივალის შესახებ ინფორმაციის გადმოცემას და რეკლამირებას“, - აღნიშნავენ სკოლაში და წამყვან მასწავლებელ ეკატერინე ჩაჩიბაიასა და მის მე-7 კლასის მოსწავლეებს პროექტის წარმატებით განხორციელებას ულოცავენ. 

გაკვეთილს აკვირდებოდა სკოლის განვითარების ჯგუფი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება