სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ეზოში ნეკერჩხლის, ტუიასა და ირმის რქის ნერგები დაირგო
05-05-2023
-
+


ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, მოტივირებასა და წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ. 

პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ჩამოუყალიბდეთ, სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის მიმართ ცნობიერება აუმაღლდეთ, გარემოს დაცვაზე იზრუნონ და ცოდნა გაიღრმავონ. ამ მიზნით კი, სწავლებისას თანამედროვე მიდგომებსა და აქტივობებს იყენებენ. 

ამჯერად, მისი ყოვალადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით და „ჯორჯიან-მანგანეზის“ შემოწირულობით, გიმნაზიაში სხვადასხვა ჯიშის ხე მცენარეები დაირგო.

გიმნაზიას 60 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე გადაეცა. აღსაზრდელებმა, გამწვანების აქცია სასწავლებლის ხელმძღვანელის, დეკანოზ პავლესთან (ცერცვაძე) ერთად გამართეს. მათ სკოლის ეზოში ნეკერჩხლის, ტუიასა და ირმის რქის ნერგები დარგეს.

აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

კლუბის მიზანია მოსწავლეებში რობოტიკის, პროგრამირების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართ ინტერესის გაღვივება და პრაქტიკული უნარების განვითარება

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება