სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლის პედაგოგ თამარ სამსონიძეს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევებისთვის მენტორის სტატუსი მიენიჭა 
28-04-2023
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის პედაგოგ თამარ სამსონიძეს განსაკუთრებული ღვაწლისთვის მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი მიენიჭა. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N291575 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ - შესაბამისად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგ თამარ სამსონიძისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების საკითხი. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თამარ სამსონიძეს მენტორის სტატუსი მიენიჭა.

სკოლის დირექცია მასწავლებელს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„ღების საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ამავე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს - თამარ სამსონიძეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად განსაკუთრებული წესით მენტორის სტატუსის მინიჭებას!

თამარ სამსონიძე გახდა პირველი მენტორი მასწავლებელი ღების საჯარო სკოლაში!

სკოლის დირექცია მოხარულია მასწავლებლის წინსვლით - უმაღლესი სტატუსის მინიჭებით და უსურვებს წარმატებულ პედაგოგიურ საქმიანობას“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება