| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო პასუხიმგებლობის გააზრების ხელშეწყობა პრიორიტეტული საკითხებია. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის დღე.
ამ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. მე და საზოგადოების, ქართული ენისა და ლიტერატურის, ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების მასწავლებლებმა - თეონა და ირმა მაცაბერიძეებმა, ლალი ბიბილაშვილმა და ლენა გოგსაძემ ერთობლივად დაგეგმეს მინი პროექტი - „გავუფრთხილდეთ დედამიწას!“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეოთხეკლასელმა ნიკა გოგსაძემ, მეექვსეკლასელ ლიზი გოგსაძესთან ერთად, კარგად დაგეგმილი შემეცნებითი აქტივობებით, გადალახა ასაკობრივი სხვაობა, ადვილად გაერკვა მდგრადი განვითარების კონცეფციის არსში.
ბავშვებმა მასწავლებლებთან ერთად იმსჯელეს თემში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებზე და დაუკავშირეს გლობალურ პრობლემებს, გამოთქვეს მზაობა ამ საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანონ.
ბოლოს პლასტიკატის ბოთლებისაგან მეორადი ნივთები დაამზადეს, აგრეთვე მასწავლებლების ხელმძღვანელობით, მოამზადეს პოსტერები თემებზე - „მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ“ და „დედამიწის დღე - 22 აპრილი“ .
მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები სკოლის დერეფანში გამოფინეს.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა