| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იმისთვის, რომ აღზარდონ შემოქმედებითად მოაზროვნე, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები, აამაღლონ მათი სამოქალაქო ცნობიერება, რათა მუდმივად იზრუნონ გარემოს მოწესრიგებას და მის გამრავალფეროვნებაზე ახალციხის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან გარემოსდაცვით ღონისძიებებს სთავაზობენ. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, 27 აპრილს სკოლის ეკოკლუბის მუშაობის ფარგლებში, განხორციელდა არაერთი აქტივობა. მათ შორის, ბუნების და ბუნებაში გამოწვეული სხვადასხვა პროცესების მიმართ ცნობიერების ამაღლების, მათი შესწავლა-შეფასების, გარემოსდაცვითი ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, დასკვნითი სასკოლო აქტივობები, რომლებშიც ჩართული იყვნენ ახალციხის N4 საჯარო სკოლის 1-ელი-მე-9 კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს.
მდგრადი განვითარების ცნობიერების ამაღლების მიზნით, კლუბის მუშაობის პროცესში ინტეგრაცია მოხდა დაწყებითი საფეხურის, საზოგადოებრივი მეცნიერებების, ბუნებისმეტყველებისა და უცხოური ენების კათედრებს შორის.
კათედრებმა წარმოადგინეს განსახორციელებელი აქტივობების ნუსხა, რასაც მოსწავლეები ეტაპობრივად ასრულებდნენ.
სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის პირველ რიგში მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისათვის, მშობლებს მხარდაჭერა თანადგომისათვის და პედაგოგებს გაწეული მუშაობისათვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა