| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება.
ამჯერად, მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ და სხვადასხვა ღონისძიება გამართეს.
მათი მიზანი, სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.
ისინი სლოგანის - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ გარშემო გაერთიანდნენ და ღონისძიების ფარგლებში, საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ამ დღის სიმბოლო ფერადი წინდები ქაღალდისგან გამოჭრეს და სინდრომის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ.
აღნიშნულ აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მსოფლიოში აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება