სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
12-04-2023
-
+


თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. ისინი ასევე პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ცოდნის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინტერესო დაწესებულებას სტუმრობენ.

ამჯერად, სკოლის III ბ და IVგ კლასების მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელებთან - ნინო მაღრაძესთან და მარიკა ჯარაშნელთან ერთად, საქართველოს ხელოვნების სასახლე მოინახულეს.

მოსწავლეები ხელოვნების სასახლეში მუზეუმის დაარსების ისტორიას გაეცნენ და დაათვალიერეს საგამოფენო სივრცე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან მათ ასევე მოისმინეს ისტორიები სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციებზე.

ისინი ასევე საგანმანათლებლო პროგრამაში - „აღდგომის დღესასწაული“ მონაწილეობდნენ, სადაც საკუთარი ხელით მოხატეს სააღდგომო კვერცხები.

დღე დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეების, ასევე პედაგოგებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება