| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

4 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე არსებულ ქართულ-თურქულ დიაგნოსტიკურ ცენტრს ექიმი-ინსტრუქტორი, თურქეთის ბარიატრიული ასოციაცის წევრი მუზაფერ ალი ეწვია.
წარმატებული სპეციალისტი საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორ ლია ბუკიას შეხვდა.
შეხვედრა წარმატებით დასრულდა და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, დასახელდა კლინიკის უპირატესობები - თანამედროვე სტანდარტზე მორგებული უახლესი, სამედიცინო აპარატურა, მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი, მაღალტექნოლოგიური, უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები, მომსახურების ინოვაციური მეთოდები, პაციენტებზე მორგებული სამუშაო გარემო, მომსახურების მაღალი ხარისხი, ხელსაყრელი მდებარეობა.
მუზაფერ ალი წარმატებული სპეციალისტია. 2013 წელს, ბრაზილიაში, სან პაულოს უნივერსიტეტის პროფესორმა და ექიმმა მუზაფერ ალიმ, სერხიო სანტოროს მხარდაჭერით, ლაპაროსკოპიული მეტაბოლური ქირურგიის ოპერაციები დაიწყო.
წარმატებული სწავლების და ქირურგიული ჩარევების გამო ის მეტაბოლური ქირურგიის ასოციაციის წევრად მიიღეს და მეტაბოლური ქირურგიის სამუშაო ჯგუფში შეიყვანეს. დღეს, კი ექიმი ალი მსოფლიოში მეტაბოლური ქირირგიის ასოციაციის 25 წევრთა შორის ირიცხება.
საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლია ბუკია მუზაფერ ალი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
სარეკლამო მასალა®ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ